x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 351 ადამიანი დაინფიცირდა
image

.

საქართველოში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 1351 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 337 გამოჯანმრთელდა, ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანი გარდაცვლილი.

.
კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

.

* * *

.

საქართველოში კარანტინის წესები იცვლება - საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების PCR ტესტის პასუხები თუ უარყოფითი იქნება, ისინი საკარანტინო სივრცის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ. პირები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტი ჩატარებულკი არ ექნებათ, ან ტესტის პასუხები თან არ ექნებათ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი.

.

კარანტინის წესის შეცვლის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს წევრების განმარტებით, კარანტინის წესის შეცვლა ქვეყანაში ტურიზმსა და ეკონომიკას წაახალისებს, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის, რომლებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ საქმიანობაში.

.

აქამდე, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევდათ, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეები PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შემოდიოდა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანას აღარ საჭიროებდა.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0