ქალი შინეიდ ო’კონორი აგორაფობიას გამო მშიერია 2020, 18 ოქტომბერი, 13:30 ![]() ”პარალიზებული აგორაფობიის” გამო, იძულებულია მშიერი იყოს: მომღერალი ვერ აიძულებს საკუთარ თავს წავიდეს სასურსათო მაღაზიაში და არც მიწოდების სერვისების ტელეფონის ნომრები იცის. თუმცა მეორე დღეს შინეიდმა მაინც მოახერხა კვების პრობლემის მოგვარება. აგორაფობია (ბერძნ. αγοραφοβία - „სივრცის შიში“, — αγορά აგორა – „სივრცე“, „ბაზარი“ და φόβος ფობოს – „შიში“) არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ. აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებზე, ცარიელ ქუჩებში, ან ღია მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმრავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ. αγορά) პირველადი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავალ ადგილთან იყო გაიგივებული. ასეთი ადამაინები უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის. ირლანდიელმა მომღერალმა შინეად ო'კონორმა თაყვანისმცემელებს "ტვიტერზე" ამცნო პარალიზებადი აგორაფობიის შესახებ, "რის გამოც მას არ შეუძლია შეიძინოს სასურსათო პროდუქტები." 53 წლის მომღერალს აქვს ორი "ტვიტერის" გვერდი. ერთში ის წერს პროფესიულ საქმიანობის შესახებ, ხოლო მეორეში, სადაც ის მეორე ისლამური - შუხანდა სადკვატის სახელით სარგებლობს, წერს პირად პრობლემებზე. სწორედ მეორე აკაუნტში ისაუბრა მას საკუთარ უბედურებაზე. ![]() თაყვანისმცემლები სერიოზულად აღელდნენ მომღერლის აღიარებით, თუმცა მეორე დილით მან დაამშვიდა ისინი: "ახლა არა უშავს) ნაპოვნია მიწოდების სერვისი) საჭმელი მაქვს და ბედნიერი ვარ." ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი, შინეიდ ო’კონორი ცნობილია არა მხოლოდ თავისი მოღვაწეობით, არამედ მის სახელთან დაკავშირებული უამრავი სკანდალით.განსაკუთრებით პოპულარობას მომღერალმა მიაღწია 90-იანი წლების დასაწყისში, მისი სავიზიტო ბარათი გახდა პრინსის სიმღერა "Nothing Compares 2 U"რომელიც აშშ-ს ჰიტ-აღლუმში ერთი თვის განმავლობაში იდგა პირველ ადგილზე. 228 2-ს მოსწონს
|