შემთხვევები როცა ვიზაჟისტებმა ყველა ხერხს მიმართეს, რათა მათი კლიენტები "ურჩხულებს" დამსგავსებოდნენ
თანამედროვე სმარტფონებს აქვს უამრავი ფუნქცია, მათ შორის სახის მაკიაჟის პროგრამაც რომლის დახმარებითაც გოგონებიც და უკვე ასაკოვანი ქალბატონებიც ლამაზი გარეგნობისათვის საინტერესო მაკიაჟს იკეთებენ.
თუმცა არიან რეალური ვიზაჟისტებიც, რომლებიც თავიანთ პროფესიას კარგად ვერ ფლობენ და ამის შედეგად ვხედავთ სახეებს, რომლებიც ერთი ქართული ფილმის გმირივით, ფუფალასავით არიან მოთხუპნული.
მინდა წარმოგიდგინოთ ვისაჟისტების ზღვარსგადასული მონდომების შედეგები ფოტოკოლაჟის სახით, რომელიც აუცილებლად ან გაგაცინებთ ან განგაცვიფრებთ.
ძნელია ამ სახეებს უყურო და დაიჯერო, რომ ეს ადამიანები იმ ჩვენთვის უცნოვ ვისაჟისტებს მშვიდობიანად დაშორდნენ სარკეში ჩახედვის შემდეგ.
დამეთანხმებით ამ ულამაზესი თვალების მქონე გოგონას სახე იმედგაცრუებულად გამოიყურება.
ამ გოგოს კი ისეთი მაკიაჟი აქვს გაკეთებული წამწამებს თუ "დააფახულებს" შეიძლება რამდენიმე სანტიმეტრით აიწიოს ჰაერში.
ამ გოგონას კისრის დანახვაც კი საკმარისია მიხვდე თუ რა სისქის მაკიაჟი ადევს სახეზე მას.
უვარგისი მაკიაჟი არ აკმარეს ამ გოგოს და ბიგუდებით თმასაც უფუჭებენ.
ტელეწამყვანი ქალის სახის ფერი აუცილებლად საფლავიდან ამოსვენებული მიცვალებულის ფერი უნდა იყოს?
ისე ბრწყინავს ამ გოგოს კანი მაკიაჟის მერე გეგონება, მანქანის ლაქი გადაასხესო.
მიხატ-მოხატეს ეს გოგო, მაგრამ წარბები დაავიწყდათ აშკარად.
ამ გოგოს თვალებში ისეთი იმედგაცრუებაა უბრალოდ შეგეცოდებათ.
ამ გოგოს ულამაზესი თვალები და საკმაოდ კარგი თმა აქვს, საინტერესოა ასე რატომ მოახატვინა სახე და ასე საშინლად რატომ გააკეთებინა თმები?
ეს ნამდვილად მაკიაჟია თუ ტალაღის ნიღაბია და მე ვერ ვხვდები?
ამ გოგოს ვურჩევდი სასწრაფოდ ჩამოიბანოს სახე და ტუჩები, სანამ ტუჩები ერთმანეთს მიეწება.
ასეთი ხერხით ალამაზებენ ვითომ?
აქ უკვე ჩემს გაოცებას ცოტა შიშიც მოჰყვა, ეს პატარა ბავშვმა, რომ ნახოს რა მოხდება?
არა, აქ უკვე ფინიშამდე მივედით-ეს კატასტროფაა.
დამეთანხმებით, მასკარადის მონაწილის ნიღაბს უფრო ჰგავს ვიდრე მაკიაჟს.