მსოფლიო ამერიკის ახალი პრეზიდენტის ბრძანებით არალეგალ მიგრანტებზე კანონის ძალით "ნადირობა" დაიწყო დღეს, 16:43
ასეთი პრაქტიკა დანერგილი იყო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში, სადაც მიგრანტების ნამდვილი "შემოსევა" ხდებოდა.
ინაუგურაციისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის შსაბამისადაც აშშ-ს დიდ ქალაქებში სპეციალური ჯგუფები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დაიწყებენ ნადირობას არალეგალ მიგრანტებზე მათი ამერიკიდან დეპორტირებისათვის. თუ აქამდე ეს კანონი მოქმედებდა ამერიკის სამხრეთ შტატებში, სადაც მიგრანტების მოზღვავება იყო, ახლა პრეზიდენტის ბრძანებით აშშ-ს ნებისმიერ შტატში აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანებით დაიწყო ფართომასშტაბიანი მოქმედებები სხვა სამართალდამცველ უწყებებთან ერთად, რათა გამოავლინოს და სადეპორტაციო ბანაკებში გააიყვანოს არალეგალები, რომელთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 მილიონ ადამიანს აღწევს, განსაკუთრებით კი მექსიკის საზღვრიდან გადასულები ჭარბობენ. ამერიკის საემიგრაციო სამსახურს სრული უფლება მისცეს სასამართლო განხილვის გარეშე გამოაძევოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოქალაქეობის და სამუშაო ვიზის არმქონე პირი ან პირები. "ახალი კანონის დაჩქარებული მიღბა განამტკიცებს აშშ-ს შიდა უსაფრთხოებას, ბოლოს მოუღებს მთელი რიგი კრიმინალური კარტელების საქმიანობას და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურებს გაუადვილებს მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების დსაცავად"-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს გამოქვეყნდა აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მიერ. მათი თქმით გამონთავისუფლდება უზარმაზარი თანხა, რომელიც ხმარდებოდა მიგრანტების შენახვას და მიგრანტების კრიმინალური კარტელების წინააღმდეგ საქმიანობას და ხშირ შემთხვევაში ბრძოლასაც.
179 4-ს მოსწონს
|