თურქეთის პრეზიდენტმა ევროკომისიის თავმჯდომარე ქალს პოლიტიკოსისათვის მიუღებელი შეურაცხყოფა მიაყენა
თურქეთში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის-შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, როცა ის და შარლ მიშელი მოოქროვილ სავარძელში ჩასხდნენ ხოლო ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლიაენს ფეხზე დგომამ მოუწია, რადგან მისთვის არ იქნა სავარძელი დადგმული და შეთავაზებული.
გაოცებულმა დიპლომატმა გაკვირვების ნიშნად ხელები "გაასავსავა".
მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს მას დაჯდომა დივანზე ერდოღანისა და მიშელისაგან მოშორებით.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგი გამოესარჩლა ევროკომისიის თავმჯდომარეს: "მე კატეგორიულად არ ვეთანხმები თურქეთის პრეზიდენტის მოქმედებას. მე ვთვლი, რომ ეს უმსგავსი საქციელია. ვწუხვარ იმ დამცირების გამო რისი გადატანაც მოუხდა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლიაენს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ თურქეთთან, მაგრამ საქციელი რომელიც ჩაიდინა თურქეთის პრეზიდენტმა ახასიათებთ დიქტატორებს და ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისათვის და ინტერესებისათვის".
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მიაოს თქმით კი: "თურქულმა მხარემ დიპლომატიური პროტოკოლის უგულებეჰყოფაზე არაფერი, რომ არ ვთქვათ, ჩაიდინა არაგალანტური საქციელი, მით უფრო როცა საქმე დიპლომატ ქალბატონს ეხებოდა".
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამის სანაცვლოდ ანკარაში იტალიის ელჩი მიიწვიეს განმარტების მისაცემად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.