რჩევები ტესტი: რომელია თქვენი სტილი? (დაგეხმარებათ სამოსის შერჩევაში) 2020, 4 ნოემბერი, 13:47 იდეალური გარდელობის შესადგენად, საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა — საკუთარი თავის გაცნობა, რაც თქვენი სამოსის, აქსესუარების, მაკიაჟის და ვარცხნილობის გაუცნობიერებელი არჩევანით განისაზღვრება. ხოლო, ეს ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რომელი სტილის სამოსი უნდა შეიძინოთ — იქნება ეს კლასიკური, ავანგარდული, ყოველდღიური, თუ სხვა. ქვემოთ მოცემული კითხვების პასუხებიდან აირჩიეთ რომელიმე პუნქტი და ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ. აქ არ არის სწორი და არასწორი ვარიანტები, ყველაფერი თქვენს შინაგან განწყობაზე, თქვენს ქვეცნობიერზე არის დამოკიდებული. 1. როგორი ქალბატონი ბრძანდებით? a. მაცდური b. ბუნებრივი c. დინამიური d. საკუთარ თავში დარწმუნებული e. ორიგინალური f. ქალაქური g. დახვეწილი h. კომფორმისტი (მორჩილი) 2. თქვენი აზრით, სამოსი: a. ხაზს უნდა უსვამდეს ფიგურის ფორმებს b. უნდა იყოს კომფორტული და ეთიკური გარშემო მყოფების მიმართ c. უზრუნველყოფდეს მოძრაობის თავისუფლებას d. იყოს თავხედური და იზიდავდეს ირგვლივმყოფების მზერას e. ხაზს უსვამდეს თქვენს ხასიათს f. დღის მანძილზე უზადოდ უნდა გამოიყურებოდეს g. იყოს იდეალური და უმცირეს დეტალებამდე გააზრებული h. ასახავდეს თქვენს ინდივიდუალობას 3. ფერის არჩევისას, უპირატესობას ანიჭებთ: a. ფერის სირბილეს (ღია ვარდისფერი, ცისფერი და სხვა პასტელის ფერები…) b. ბუნებრივ ფერებს (შემოდგომის ფოთოლი, მწვანე ხავსი, კაკაო…) c. კონტრასტულ და ნათელ ფერებს (ლიმონის, ღია ლურჯი, კაშკაშა წითელი…) d. მუქ და იდუმალ ფერებს (ინდიგო, მაყვლისფერი, შავი შოკოლადი…) e. მოულოდნელ კომბინაციებს (ზღვის ტალღის, მდოგვის, შაბიამნის ფერი…) f. საბაზო, ნეიტრალური და უნივერსალური (თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი, შავი…) g. დახვეწილი კომბინაციები (ღამის ცის ლურჯი, იასამნისფერი, ფირუზისფერი, შავი…) h. ინტენსიური და მყვირალა ფერები (ცისფერი კესანე, ყვითელი, კაშკაშა წითელი…) 4. 48 საათი ერთი სამოსით რომ მოგიწიოთ ყოფნა, რა ქსოვილის სამოს შეარჩევთ? a. გამჭვირვალე (სარჩულიანი შიფონი, მაქმანები…) b. უბრალო და ნატურალური (ბამბა, სელი, შალი…) c. რბილი და მოსახერხებელი (მაისური, კაპიუშონი...) d. რომ არ იჭმუჭნება ისეთს (სქელი, პრიალა და მდგრადი სტრუქტურის ქსოვილები…) e. დახვეწილი და ორიგინალური (რბილი და მორჩილი ბადე და სხვა უჩვეულო ქსოვილი) f. პრაქტიკული და თანამედროვე (დაუთავება რომ არ სჭირდება) g. დახვეწილი და ყოველთვის იდეალურად მორგებული (მოხერი, ტყავი, ხავერდი…) h. ტრადიციული და მაღალხარისხიანი (შალი, აბრეშუმი, კაშმირი…) 5. თქვენთვის აქსესუარი არის: a. თქვენს ღირსებებზე ყურადღების მისაქცევი ნივთები b. სიმბოლური და ეთნიკური ნივთები c. სხვების გასულელების შესაძლებლობა d. იმიჯის განუყოფელი ნაწილი e. საკუთარი ორიგინალურობის და ინდივიდუალურობის გამოხატვის შესაძლებლობა f. პრაქტიკული და უბრალო ნივთები g. მდიდრული და უზადო იმიჯის შექმნის საშუალება h. დახვეწილი და ხარისხიანი ნივთები 6. თქვენი ვარცხნილობა და მაკიაჟი არის: a. ქალური და მგრძნობიარე b. უსაფრთხო კანისთვის და თმისთვის c. მხიარული და უცნაური d. სხვების მზერის მიმზიდველი e. თქვენი ორიგინალობის და სტილის ამსახველი f. მდგრადი, რომ დღის მანძილზე შესწორება არ ესაჭიროებოდეს g. იდეალური და უნაკლო h. უბრალო და კლასიკური ტესტის შედეგი:თუ გაქვთ უფრო მეტი: a. — თქვენი სტილი რომანტიკულია b. — თქვენი სტილი ეთნიკურია c. — თქვენ მეამბოხეს სტილი გაქვთ d. — თქვენი სტილი დრამატულია e. — თქვენი სტილი ავანგარდულია f. — თქვენი სტილი ყოველდღიურია g. — თქვენი სტილი გლამურულია h. — თქვენი სტილი კლასიკურია რომანტიკული სტილითქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი აღნაგობით. გამოიყურებით დახვეწლიად და მაცდურად, არ მალავთ ფეხებს, ხაზს უსვამთ წელს და მკერდს. ეთნიკური სტილითქვენ სიფრთხილით ეკიდებით საკუთარ სხეულს, ბუნებას და პლანეტას. არ თამაშობთ ირგვლივმყოფებისთვის და ბუნებრივად იქცევით, რაც თავისთავად იმიჯზეც აისახება. მეამბოხეს სტილი ყურადღება გაამახვილეთ ფერზე და იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ის ატარებს. თქვენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად, გამოიყენეთ კაშკაშა, გაჯერებული ფერები, პრინტები, ზოლიანი ან ბურთულებიანი ქსოვილის სამოსი. დრამატული სტილიაირჩიეთ მუქი ფერის სამოსი, ეს თქვენთვის ყველაზე მისაღებია. მაგრამ, ყურადშება მიაქციეთ, რომ «მუქი» — «შავს» არ ნიშნავს. ავანგარდული სტილიგანსაკუთრებულობისკენ ისწრაფვით და არ გინდათ, რომ ხალხის მასაში შეუმჩბეველი დარჩეთ. ხართ ორიგინალური და საკუთარ ინდივიდუალობას ყოველთვის ხაზს უსვამთ. სრულად ფლობთ გარეგნობის შეცვლის ხელოვნებას... ყოველდღიური სტილიაქტიური, დღის მანძილზე დაკავებული, პიროვნება ბრძანდებით: სამუშაო, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, სპორტი და კულტურული დასვენება... თქვენი მიზანი — ელეგანტური და პრაქტიკული ლუქის შექმნაა, რომელიც თქვენს ქმედებებთან იქნება ადაპტირებული. გლამურული სტილიყოველთვის ელეგანტურად და უნაკლოდ გამოიყურებით. თქვენს მიერ შექმნილ ლუქში არცერთი შემთხვევითი დეტალი არ არის. კლასიკური სტილითქვენი მტკიცე ხასიათი და ინდივიდუალურობა ყველასთვის თვალშისაცემია. პატივს სცემთ ტრადიციულ ფასეულობებს, რაც თქვენს იმიჯზეც აისახება. არხის სხვა სიახლეები:
* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი * 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა * 3. მარტივად მოსავლელი ვარდის 5 ჯიში * 4. ამის ნახვის შემდეგ, საკუთარი სახლი სასახლედ მოგეჩვენებათ... * 5. ზოგისთვის 25 წელი გვიანია, სხვებისთვის კი, 35-ც – ადრეა... როდის ხდებიან დედები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულები 433 4-ს მოსწონს
|