აქ დასახელებულ თითოეულ ქვედაბოლოს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას გარდერობში:
გოფრე
ამ სტილის ქვედაბოლოები ისევ მოდაშია, მაგრამ სიაში ის ამიტომ არ მოხვდა: ასეთი ქვედაბოლო (სიგრძე – მიდი), პრაქტიკულად, ნებისმიერი გარეგნობის მქონე ქალბატონს უხდება, რადგან მას ერთი მაგიური თვისება აქვს: შეუძლია შეამციროს ფიგურის მოცულობა თეძოს არეში და გაზარდოს კიდეც, თუ ამის საჭიროება იქნება.
ფანქარი
ქვედაბოლო – ფანქარი, მხოლოდ საოფისე ფორმად არ არის შექმნილი.ის ყველა ქალს და გოგონას უნდა ჰქონდეს, ვინც პრეტენზიას აცხადებს მოდურ ჩაცმულობაზე. ამასთან, აუცილებელი არ არის მაინცა და მაინც შავი და კლასიკური ქვედაბოლოს ყიდვა — ის შეიძლება იყოს, მაგ., მუქი მწვანე ან ცისფერი და წინ შეხსნილი. ასეთი ქვედაბოლო, ვიზუალურად, სხეულს უფრო მოხდენილად წარმოაჩენს და ამის გარდა, მამაკაცები, მას ქალის გარდერობის ყველაზე სექსუალურ ნივთად მიიჩნევენ.
ჯინსი
ჯინსის ქვედაბოლო, ამჟამად ისევ ტრენდშია და ის უნდა ჰქონდეს ყველა გოგონას. მნიშვნელობა არა აქვს მის სტილს და ფერს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ტანზე კარგად “იჯდეს" და გიხდებოდეთ.
new look
New look — ქალურობის სიმბოლო არის. ამიტომ, ამ სტილის მხოლოდ კაბა კი არა, ქვედაბოლოც უნდა შეიძინოთ. მისი ჩაცმა შეიძლება როგორც მკაცრი სტილის კლასიკურ პიჯაკთან, ისე უფრო დემოკრატიულ ზედებთან – მაისურთან ან მოკლე ტოპთან.
მიდი
მიდი, რომელსაც ფრანგულ სიგრძესაც ეძახიან, ყველა გოგონას უხდება, სიმაღლის, წონის და ფეხების ფორმის მიუხედავად. ამ სტილის ქვედაბოლო უხდება როგორც ქუსლიანს, ისე უქუსლო – ფეხსაცმელს ბრტყელ ძირებზე. მისი ჩაცმა შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. ეს მოდელი ყველა შემთხვევისთვის მისაღებია.
გადადებული
არცერთი ქვედაბოლო ისე არ უსვამს ქალის სექსუალურობას ხაზს, როგორც ეს. ერთხელ თუ ჩაიცვამთ, მომენტალურად, ამ სტილის თაყვანისმცემელი გახდებით. ასეთი ქვედაბოლო შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ზაფხულში, ისე შედარებით ცივ სეზონზე. რა თქმა უნდა, ზამთრის ქვედაბოლო უფრო სქელი ქსოვილით უნდა იყოს შეკერილი.
ტყავის
ის შეიძლება იყოს ნატურალური ან ხელოვნური ტყავის, მაგრამ, ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ, აუცილებლად უნდა გახვიდეთ გარეთ ტყავის ქვედაბოლოთი. ის ძალიან სექსუალურია, იზიდავს მზერას და ყოველთვის თანამედროვე არის. მთავარია, რომ არ იყოს მეტისმეტად მოკლე და ტანზე მომდგარი!