შოუბიზნესი სელებრითების უცნაური გატაცებები: ნახეთ, რას აგროვებენ ცნობილი სახეები 2020, 13 ოქტომბერი, 12:09 არაერთი ადამიანისთვის მთავარ გატაცებას სწორედ - საფოსტო მარკების, ფაიფურის თოჯინების, ხელოვნების ნივთებისა და რეტრო - ავტომობილების შეგროვება წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით გამონაკლისები არც ცნობილი სახეები არიან, რომლებიც საკუთარი კოლექციების შესავსებად მზად არიან დიდი ფულადი რესურსიც კი დახარჯონ, ზოგიერთი მათგანის ჰობი ერთი შეხედვით, მეტისმეტად უცნაურადაც კი გამოიყურება, მაგრამ მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით... მაშ ასე, ნახეთ რას აგროვებენ ცნობილი სახეები - ვიქტორია ბექჰემიდან დაწყებული ნიკოლას ქეიჯით დამთავრებული.ანჯელინა ჯოლიცივი იარაღის შთამბეჭდავი კოლექცია - ანჯელინა ჯოლის მთავარი სიამაყეა. მისი ეს უცნაური გატაცება მას შემდეგ დაიწყო რაც ოდესღაც დედამ, მსახიობმა მარშელინ ბერტრანიმ ერთ - ერთ გამოფენაზე ხანჯალი შეიძინა. ჯოლი თავისი კოლექციის თითოეულ ნივთს საგანგებოდ, ცალკე ყუთში ინახავს და მას რეგულარულად ამდიდრებს, ანჯელინას თქმით, მას თითქმის ყველა თავისი მოგზაურობიდან მხოლოდ დანები და ხანჯლები ჩამოაქვს.ვიქტორია ბექჰემივიქტორია ბექჰემი ჩანთების დიდი მოყვარულია: "ჩემი აზრით, ეს ფულის შესანიშნავი ინვესტიციაა, " - განაცხადა ვარსკვლავმა ერთ - ერთ ინტერვიუში. თქვენ წარმოიდგინეთ და, ინგლისელი დიზაინერის ჩანთების კოლექცია არც მეტი, არც ნაკლები 3 000 000 დოლარად არის შეფასებული.ჯონი დეპიჯონი დეპის ქუდების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ალბათ თქვენც შეამჩნევდით, ვარსკვლავს თავსაბურავების საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექცია აქვს, რომელიც სხვადასხვა ფორმის, ბრენდისა თუ ფერისგან შედგება, თუმცა ქუდების გარდა მსახიობი ასევე მტრედების ჩონჩხებისა და ღამურების ფიტულების შეგროვებითაც არის გატაცებული.ჯენიფერ ლოპესიჯეი ლო პარიკებს აგროვებს, დიახ, არ მოგესმათ ზუსტად პარიკებს, ამ საკმაოდ უცნაური ჰობისთვის პუერტო–რიკოელმა ლამაზმანმა საკუთარ სახლში მთელი ოთახიც კი გამოყო.ნიკოლ კიდმანიჰოლივუდის დივა ნუმიზმატიკით არის გატაცებული - კიდმანი უკვე დიდი ხანია რაც მონეტებს აგროვებს.ნიკოლას ქეიჯიერთ დროს ქეიჯი კომიქსების შეგროვებით იყო გატაცებული, თუმცა ახლა უკვე მსახიობი ჯოლის მსგავსად დანებზე გადაერთო.კლაუდია შიფერიარანაკლებ უცნური ჰობი აქვს კლაუდია შიფერსაც, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან მწერების შეგროვებით იყო გატაცებული. კლაუდიას ფეხსახსრიანებისადმი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მან საკუთარი ტანსაცმლის კოლექციის ლოგოდაც კი ობობის ფორმა შეარჩია.რიზ უიზერსპუნიეს ოსკაროსანი მსახიობი გაგიკვირდებათ და, ძველმანების ბაზრობაზე მეორადი თეთრეულისა და ნაქარგებიანი ქსოვილების შეგროვებას აღმერთებს.ჯეი - ზიმსოფლიოში ცნობილი რეპერი - შონ კორი კარტერი საათების შეგროვებით სერიოზულად არის გატაცებული, რომლის პირად კოლექციაშიც ისეთ უნიკალურ და ძვირადღირებულ მოდელებს შეხვდებით, როგორებიცაა - Richard Mille - DLC Tourbillon, TW Steel და Rolex - Day Date II- ი.პენელოპა კრუსიაი, რაც შეეხება ესპანელ ლამაზმანს ის არც მეტი, არც ნაკლები ტანსაცმლის საკიდებს აგროვებს, რომელთა რიცხვმაც უკვე 500-ს გადააჭარბა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სელებრითის კოლექციაში მეტალის არც ერთი საკიდი არ არის.234 შეფასება არ არის |