კულტურა 17 ცრურწმენა და ტრადიცია, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი 2020, 9 დეკემბერი, 13:44 შესაძლოა ვერც კი ვხვდებოდეთ, თუმცა ჩვენ ისევ გვჯერა ცრუ რწმენების და ამ ყველაფერს ტრადიცულად მივსდევთ. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ცრურწმენებსა და ტრადიციებზე, რომელიც დღემდე აქტიურია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში... 1. ტყვიის დაღვრა - ტყვიის დაღვრა შამანიზმის ერთ-ერთი ტრადიციაცაა. შამანიზმში ამას "გაწითლებას" უწოდებენ. არსებული ცრურწმენის თანახმად, ამ რიტუალის საშუალებით ადამიანის სხეულიდან ავ სულებს დევნიან. 2. წითელი ლენტი - ეს რიტუალი იღბალთან და ბედთან ასოცირდება. ისლამურ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციაა. 3. საფლავის ქვა - მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მიცვალებულს უდგავენ საფლავის ქვას, თუმცა ეს ტრადიცია არ მოქმედებს აფრიკულ კონტინენტსა და ასევე აზიურ ქვეყნებშიც. ისინი თვლიან, რომ ეს უბრალოდ არასასურველი რიტუალია. 4. სურვილის ჩაფიქრება - სურვილების ჩაფიქრებაც ასევე შამანიზმიდან მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნების სულები ადამიანს ჩაფიქრებული სურვილის ასრულებაში ეხმარებიან. 5. ძაღლის ყმუილი ცუდის ნიშანია - კიდევ ერთი ცრურწმენა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში თითქმის ყველას სჯერავს. შამანიზმის მიხედვით, ძაღლი ყმუის მაშინ, როდესაც ადამიანის სულს ხედავს, ამის დანახვა ადამიანს არ შეუძლია და თუ ამ "მოლანდებას" იხილავს, ესეიგი უახლოეს მომავალში მოკვდება. 6. ბოროტი თვალი - კიდევ ერთი ცნობილი ცრურწმენა, რომელიც აღმოსავლურ ქვეყნებში ტრადიციადაა ქცეული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ბოროტი თვალისგან თავის დასაცავად ადამიანები "თვალის მძივს" ატარებენ. 7. ხალიჩები და სპეციალური გადასაფარებლები - აზიურ ქვეყნებში თითქმის ყველა სახლშია ხალიჩა, ნოხი ან სპეციალურად დამზადებული მაგიდის გადასაფარებელი, რომელიც ოჯახს ბოროტი სულებისგან იცავს. ამ ტრადიციის მიმდევრები განსაკუთრებით თურქები, ქურთები, ტაჯიკები და თურქემენები არიან. 8. მავლიტი და საგალობელი - თითქმის ყველა რელიგიაშია მიცვალებულის "სიმღერით'' გაცილება, გარდა ისლამისა. თუმცა შიიტების რელიგურ დღესასწაულებზე გალობენ, რაც სუნიტებისთვის მიუღებელია. 9. წყლის დალევის დროს, თავის ხელით დაჭერა - მორიგი ცრურწმენა, რომლის თანახმადაც, წყლის დალევისას შესაძლოა ადამიანმა ჭკუა დაკარგოს. 10. საპნის ხელიდან ხელში გადაცემა - ამ ცრურწმენის თანახმად, საპნის ხელიდან ხელში გადატანით სიმწარე გადაგვაქვს, ანუ უმჯობესია დავდოთ სადმე და შემდეგ ავიღოთ ან აიღონ. 11. თმის შეჭრა კვირა დღეს - ხალხური რწმენის თანახმად, თმის შეჭრა კვირა დღეს კატეგორიულად იკრძალებოდა: მიიჩნეოდა, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენდა ადამიანის იღბალზე. კვირა დღეს თმის მოკვეცა წარმატებისთვის „ფრთების დაჭრის“ ტოლფასი იყო. 12. მარცხენა ფეხი - თუ თქვენ არ გწამთ შამანიზმის, მაშინ ნურასოდეს იტყვით ფრაზას: "რაიყო მარცხენა ფეხით ადექი?" მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეს ცრურწმენა დღემდე საკმაოდ აქტიურია. ამ რიტუალის მიმდევრები ყოველთვის შესასვლელებში მარჯვენა ფეხით შედიან, ვინაიდან მარცხენა ფეხით შესვლა უიღბლობის ნიშანია. 13. იდუმალებით მოცული 13. პარასკევი - შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად მეცამეტეზე მოუწია ამ იდუმალებით აღსავსე 13, თუმცა დღეს ოთხშაბათია და არა პარასკევი, რამაც შედარებით დამამშვიდა(:D). თუ პარასკევი 13 რიცხვს ემთხვევა, ეს ბევრ ქვეყანაში ავის მომასწავებლად მიიჩნევა. ჯერ კიდევ ძველ დროში სჯეროდათ, რომ ასეთი დამთხვევა წელიწადში ყველაზე მისტიკური და საიდუმლოებით მოცული დღეა. ბევრის მოსაზრებით, ეს ცრურწმენა ბიბლიური დროიდან მოდის. მიიჩნევენ, რომ სწორედ 13 რიცხვში, პარასკევს გამოდევნეს პირველი ადამიანები სამოთხიდან და იესო ჯვარს სწორედ ამ დღეს გააკრეს. 14. გაცილება წყლის დასხმით - ამ რიტუალის თანახმად, შორ გზაზე წამსვლელს კეთილი ანგელოზები მუდად გვერდით ეყოლება და დაიცავს ავი სულებისგან. 15. ლოყების გაწითლება - ცრურწმენის თანახმად, თუ ადამიანს ლოყები უხურს, ესეიგი მას ვიღაცეები ახსენებენ, თუ სიმხურვალე დიდხანს გასტანს, გამოდის, რომ ვიღაც ძალიან ცუდს ლაპარაკობს ზურგს უკან. 16. შავი კატა - შამანიზმის თანახმად, თუ წინ შავმა კატამ გადაგირბინათ, ესეიგი დაითარსებით. ამის შემდეგ ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: "ფუი ეშმაკს" 17. სარკე -შამანიზმის მიხედვით, სარკეებთან არასწორმა მოპყრობამ შესაძლოა გამოიწვიოს უბედურება და ავადმყოფობები. ყველაზე გავრცელებულია გატეხილი სარკის ცრურწმენა. თუ ვინმეს სარკე გაუტყდა, ეს ცუდის ნიშანია. ითვლებოდა, რომ გატეხილ სარკეს მოსდევს უბედურების შვიდი წელი. მაგრამ ამისგან თავის დაღწევაც შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნამსხვრევებში ჩახედვა ან მათი აღება ხელში. ნამსხვრევები უნდა გადავაგდოთ წყალში, სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>ერთი მეომარი არმიის წინააღმდეგ! - მებრძოლები, რომლებმაც ისტორია დაწერეს... 5 რამ, რაც ჩინელებმა ჭკვიანურად დააკოპირეს! შეუდარებელი, დახვეწილი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი - გავიხსენოთ ანჯელინა ჯოლი(15 ფოტო) უცნაური საკვები, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ნახავთ - გასინჯავდით? მოემზადეთ! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივ ავტომობილებს... იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობა! 4 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიში, რომელიც ბოლო 50 წელში განვითარდა 397 5-ს მოსწონს
|