x
image
intermedia.ge
Mediator image
"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა
image


ნინო ვე­კუ­ას მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში დიდი ხა­ნია მო­ექ­ცა - ის მო­ძღვა­რია და სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ის თა­მა­მად გა­მო­ხატ­ვის გამო, ზოგ­ჯერ სკან­და­ლუ­რა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.


დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, იგი­ვე პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რია, ჰყავს მრევ­ლი, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მკი­თხვე­ლი, მაგ­რამ მა­ვანს მის­გან ლი­რი­კუ­ლი პო­ე­ზია ეხა­მუ­შე­ბა...


მამა პეტ­რეს და ნინო ვე­კუ­ას 6 შვი­ლი ჰყავთ. ნინო პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია და შვი­ლე­ბის აღ­ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­წავ­ლე­ებ­ზეც ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნავს.



AMBEBI.GE ამ­ჯე­რად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და - ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ვე­კუა გულ­წრფე­ლი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო მათი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი და სა­კუ­თა­რი თვა­ლი­თაც დაგ­ვა­ნა­ხა ცნო­ბი­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი.


- რო­დის და რო­გორ გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, დღეს უკვე პეტ­რე კოლ­ხი?


- ეს იყო ოცი წლის წინ - ორი­ვე­ნი სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დით. ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს არა­ვინ გვაც­ნობ­და. ხში­რად მხვდე­ბო­და ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას­თან, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი.


image


ერთხე­ლაც შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით ქუ­ჩა­ში: „მე თქვენ გიც­ნობთ - მი­თხრა. მეც შო­რი­დან გიც­ნობთ-მეთ­ქი. არა, მე ახ­ლო­დან გიც­ნობთ, სამ­ყა­როს და­სა­ბა­მი­სას გა­გი­ცა­ნი და მას მერე გე­ძე­ბო. - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მე მე­ძებთ-მეთ­ქი? - გა­მე­ცი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რედ შენ გე­ძებ­დი და გი­პო­ვეო... მე კი სუ­ლაც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შენ გე­ლო­დე­ბო­დი-მეთ­ქი, მისი პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო: "ჩვენ ღმერ­თმა ერ­თმა­ნე­თის­თვის გაგ­ვა­ჩი­ნა და ამა­ში ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და­გარ­წმუ­ნებ­სო".


იმ დღი­დან გა­სა­ქანს არ მაძ­ლევ­და - აჩ­რდი­ლი­ვით ყველ­გან თან დამ­ყვე­ბო­და. ყო­ველ­დღე მიგ­ზავ­ნი­და ლექ­სებს და წე­რი­ლებს. უც­ნობ სტუ­დენ­ტებს ატან­და თა­ვი­სი ხე­ლით დაკ­რე­ფილ თა­ი­გუ­ლებს. ყო­ველ შეს­ვე­ნე­ბა­ზე აუ­დი­ტო­რი­ის კა­რებ­თან მხვდე­ბო­და.


image


მივ­დი­ო­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. ვუბ­რაზ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ნა­ბი­ჯი­თაც არ მშორ­დე­ბო­და. მი­ღი­მო­და და სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ყუ­რებ­და. მზე­რას ვა­რი­დებ­დი, ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, ასე რა­ტომ მი­ყუ­რებ-მეთ­ქი. - მიყ­ვარ­ხა­რო, იღი­მე­ბო­და. გიჟი ხარ-მეთ­ქი, - ვე­ტყო­დი და გა­წით­ლე­ბუ­ლი ვტრი­ალ­დე­ბო­დი. მგო­ნი, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კა­ში გა­დავ­ვარ­დი, მაგ­რამ მარ­თლა ასე იყო...


- რა­ტომ აწ­ვა­ლებ­დით, არ მოგ­წონ­დათ?


- ახლა კი ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან ვაწ­ვა­ლებ­დი, მაგ­რამ ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვა­კე­თებ­დი. ცი­ვად იმი­ტომ ვექ­ცე­ო­დი, რომ ტკი­ვი­ლის­გან ვი­ცავ­დი თავს. სიყ­ვა­რულ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და ამავდრო­უ­ლად, მისი მე­ში­ნო­და. ვი­ცო­დი ჩემი გუ­ლის ამ­ბა­ვი, თუ შე­ვიყ­ვა­რებ­დი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სა­მუ­და­მო იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ მქონ­და.


- რომ გა­ი­ცა­ნით ეკ­ლე­სი­უ­რი იყო?


- რომ გა­ვი­ცა­ნი, ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობ­და, მარ­ხვას იცავ­და, წირ­ვა-ლოც­ვას არ აც­დენ­და. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ხე­ტი­ა­ლი - ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მო­ლოც­ვა. როცა მღვდლო­ბა გა­და­წყვი­ტა, მე ხელი არ შე­მიშ­ლია, თუმ­ცა, ვთხო­ვე, რომ არ ეჩ­ქა­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა.


image


- ე.ი. ლექ­სებს მა­ში­ნაც წერ­და... პეტ­რე კოლ­ხი დღეს დე­კა­ნო­ზია, პო­ე­ტი, წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი, სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხიც აქვს, არის მე­უღ­ლე, მამა… სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი იმას უწუ­ნებს, ერთ-ერთი აარ­ჩი­ოს - იყოს პო­ე­ტი, ან მღვდე­ლი, თით­ქოს ვერ ეგუ­ე­ბი­ან მო­ძღვრის პო­ე­ტო­ბას. რას იტყვით თქვენ?


- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილს აბ­რკო­ლებს მღვდლის პო­ე­ტო­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­წი­ლი მის პო­ე­ზი­ა­შიც ღმერ­თს ხე­დავს. იყო პო­ე­ტი და ამა­ვე დროს ღვთის­მსა­ხუ­რი, ეს ხომ უდი­დე­სი მის­ტი­კაა... ზო­გის­თვის მღვდლო­ბა წე­სე­ბი­სა და დოგმე­ბის გა­ნუხ­რე­ლად დაც­ვაა, ზო­გის­თვის კი შე­მოქ­მე­დე­ბა. უფა­ლი ზოგს ერთ ტა­ლანტს აძ­ლევს, ზოგს - ათს. ვი­საც მეტი ეძ­ლე­ვა, მას მე­ტიც მო­ე­თხო­ვე­ბა. პო­ე­ზი­ის ნი­ჭიც და მღვდელმსა­ხუ­რე­ბაც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლია.


განა შე­იძ­ლე­ბა, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ან­მა უარი თქვას ღვთის მადლზე?! ეს ხომ მკრე­ხე­ლო­ბა და უმა­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა. ეს მად­ლი ჯვა­რი­ცაა, ძა­ლი­ან მძი­მე და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, რომ­ლის ტა­რე­ბა­შიც ისევ უფა­ლი ეხ­მა­რე­ბა თა­ვის რჩე­ულს. ნუთუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ პო­ე­ზია "აბე­ლის" და "ამე­ბის" გა­რითმვაა?!


image


სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­სია ღვთის სი­ტყვის გავ­რცე­ლე­ბაა. მო­ძღვა­რი ყველ­გან და ყო­ველ­თვის უნდა ცდი­ლობ­დეს "სწორს ფიქ­რს აძ­ლევ­დეს თემ-სო­ფელს" არა მარ­ტო ქა­და­გე­ბით, არა­მედ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით. მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დო უნდა იყოს - "სი­ტყვა საქ­მი­ა­ნი და საქ­მე სი­ტყვი­ა­ნი". ცნო­ბი­ლი პა­ტე­რი­კია ერთ წმინ­და მა­მა­ზე, რო­მელ­მაც ეშ­მა­კი გა­მო­ი­ყე­ნა იე­რუ­სა­ლი­მის სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­სა­ლო­ცად. რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სა­ქა­და­გებ­ლად?


სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლია და, არამც თუ უფ­ლე­ბა აქვს, არა­მედ მო­ვა­ლე­ცაა, აქ­ტი­უ­რად იდ­გეს ერის ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.


- რთუ­ლია პეტ­რე კოლ­ხის მე­უღ­ლე­ო­ბა?


- დიახ! განაგრძეთ კითხვა <<<



0
49
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0