რჩევები სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს 2020, 11 ოქტომბერი, 9:44 ქალბატონები იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ერთ-ერთი, ამ ხერხებს შორის, სამოსის ფერი არის. ტანსაცმლის ერთ ფერს ქალის ასეკის რამდენიმე წლით გაზრდა შეუძლია, ხოლო მეორეს, პირიქით – შემცირება... და იმისთვის, რომ სახე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ამ საქმის ექსპერტები, სამოსის ფერთან დაკავშირებით, შემდეგ რეკომენდაციებს იძლევიან: 1. ღია ცისფერი ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სახის სიახლოვეს უმჯობესია, თუ ფერის ცივი ტონები იქნება. ეს წესი ნებისმიერი თმის ფერის შემთხვევაში მოქმედებს. ამიტომ, ღია ცისფერი ყველას მოუხდება. ის სახის კანს ანათებს და უფრო ნაზად წარმოაჩენს.2. ღია ფირუზი ღია ფირუზი ტონი იმდენად ლამაზია, რომ მას ნებისმიერი ასაკის ქალბატონის გაახალგაზრდავება შეუძლია. ეს ტონი სახეს განახლების მუხტს ანიჭებს, რაც თავის მხრივ, ვიზუალურობის ასაკს ამცირებს. 3. პასტელის ტონები ღია ფერის სამოსი ყველას უხდება, მაგრამ მას უფრო მეტად საშუალო ასაკის ქალბატონები იხდენენ... და ეს შემთხვევითობა არა არის – პასტელის ტონები ყოველთვის აახალგაზრდავებს. 4. ნაზი ყვითელი ეს ფერი ქალურობას უსვამს ხაზს და ყვითელში შემოსილი ქალბატონი, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის. მიზეზი? – სინაზე ახალგაზრდობასთან ასოცირდება. 5. ცივი ვარდისფერი ცივ ვარდისფერ ტონებში სახე უფრო მხნედ და დასვენებულად გამოიყურება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ტონის შერჩევა ზუსტად უნდა მოხდეს და განსხვავებული შედეგი მიიღება ცივი და თბილი ვარდისფერი ტონეის სამოსის ტარების შემთხვევაში – თბილ ვარდისფერ სამოსში, ასაკოვანი ქალბატონი, შეიძლება, სასაცილოდაც კი გამოიყურებოდეს. 6. ლავანდის ტონი უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ლავანდის ტონი ღია უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაახალგაზრდავებს და გაახალისებს ის სახის კანს. მარჯნის ფერს თანდაყოლილი იდულალება ახასიათებს. ხოლო, იდუმალება ქალბატონს შარმს მატებს და აახალგაზრდავებს. 8. ლიმონისფერი ამ ფერს, ჩვეულებრივ, ენერგიული და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალბატონები ირჩევენ. ასეთი ქალები კი, ყოველთვის უფრო ახალგაზრდას შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე რეალურად არიან. ინდიგო უნიკალური ფერია და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. ხოლო, თავისი სიცივის წყალობით, სახეს სიმხნევეს მატებს და ასაკს ამცირებს. 10. ნაზი იასამნისფერი ტონი იასამანი გაზაფხულის ყვავილია. ხოლო, გაზაფხული – განახლების სიმბოლოა. ამიტომ, სწორედ ასე აღიქმება ქალბატონი იასამნისფერ სამოსში. * 6 ხრიკი, რომელიც უფრო მაღალს გამოგაჩენთ
677 5-ს მოსწონს
|