შოუბიზნესი როდესაც მათ შესახებ ჯერ კიდევ არავინ იცოდა- ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში 2020, 8 ოქტომბერი, 11:38 რობერტ დაუნი უმცროსი- მსახიობი პირველად 20 წლის ასაკში გამოჩნდა 1985 წელს NBC ის ერთ-ერთ შოუზე, შოუს დასრულების შემდეგ კი ფილმებზე გადაერთო.
ჯეისონ მომოა- მსახიობი პოპულარული “სამეფო კარის თამაშები"-დან გახდა, თუმცა სამსახიობო კარიერა უფრო ადრე დაიწყო. გახსოვთ მომოა სერიალ მალიბუს მაშველებში?
ჰილარი სუენკი- მსახიობის დებიუტი პოპულარულ თინეიჯერულ სერიალში < ბაფი-ვამპირებზე მონადირე"-ში შედგა, სადაც ეპიზოდური როლი შეასრულა.
გებრიელ მახთი- ფორს მაჟორის ვარსვლავი პირველად სერიალში “ბევერლი ჰილსი 90210" გამოჩნდა, თუმცა მისი როლი სერიალიდან არავის დაამახსოვრდა.
ტომ ჰენკსი- 1980 წელს გამოჩნდა საშინელებათა ფილმში, მან იცის რომ მარტო ხართ".
დენიელ რედკლიფი- დიახ, მისი დებიუტი ცნობილი ჰარი პოტერის სერიებიდან არ დაწყებულა. 2001 წელს ახალგაზრდა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “მკერავი პანამიდან".
ემა სტოუნი- დიდ ეკარანებზე გამოჩენამდე მსახიობი ძირითადად სერიალებში ღებულობდა მონაწილეობას ეპიზოდური როლებით. მათ შორის ჩვენთვის კარგად ნახნობ სერიალ მედიუმშიც.
დუეინ ჯონსონი- წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა კარიერა სერიალში “70-იანების შოუ" ში დაიწყო, სადაც ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ეშტონ კუტჩერი, მილა კუნისი, ლორე პრეპონი.
დრიუ ბერიმორი- მსახიობის პირველი როლი ყველას ძალიან კარგად ახსოვს. მან მონაწილეობა სტივენ სპილბერგის ფილმში “უცხოპლანეტელი" მიირო და სახელიც გაითქვა.
კრისტიან ბეილი- მსახიობიც სტივენ სპილბერგის ფილმიდან გახდა პოპულარული. 12 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ფილმში “მზის იმპერია"
ემილია კლარკი- “სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი" პოპულარულ სერიალამდე მხოლოდ ბრიტანულ სერიალებში ღებულობდა ეპიზოდურ როლებს. პირველი ასეთი როლი კი სერიალში “ექიმები" მიიღო.
მილა კუნისი- მისი პირველი როლი საშინელებათა ფილმში “პირანია"-ში შედგა 1995 წელს.
433 შეფასება არ არის
|