x
image
ლანა92
ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშნის 8 ძირითადი მახასიათებელი - როგორია კირჩხიბი სინამდვილეში

image


კირჩხიბი ზოდიაქოს თანავარსკვლავედის მე-4 ნიშანს წარმოადგენს. მისი, როგორც წყლის სტიქიის, მმართველი პლანეტაა მთვარე, რომელიც გავლენას ახდენს კირჩხიბი ადამიანის ხასიათის ძირითად შტრიხებზე.

კირჩხიბის ხასიათის მთავარი მახასიათებლებია:

=1.N ხარისხში აყვანილი ემოციური ინტელექტი - კირჩხიბი ყველა სხვა ნიშნისაგან გამოირჩევა ზემგრძნობელობით, ემოციურობის მაღალი ხარისხით, აქვს უტყუარი, ზუსტი ინტუიცია;

=2.იდუმალება - არის სხვებისათვის მიუწვდომელი, ამოუცნობი, რამდენადაც, თავისი, გამორჩეული ინტუიციის, ემოციური ინტელექტის წყალობით, გაცილებით ღმად აღიქვამს სამყაროს და მეტი მგრძნობელობით უდგება ყველა საკითხს;

=3.პრინციპულობა, სტაბილურობა, საიმედოობა, ერთგულება და სიჯიუტე - კირჩხიბისათვის არსებობს ბევრი სათუთი, ფაქიზი საკითხი, ღირებულება, რომელიც მისთვის წმინდა, შეუბღალავია და ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ აიძულებთ მათგან გადახვევას;

= 4.საუკეთესოსაკენ სწრაფვა - კირჩხიბს უყვარს და იზიდავს კომფორტი, ფუფუნება, დახვეწილობა;

= 5.სიფრთხილე და უსაფრთხოების შეგრძნება - კირჩხიბისათვის სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა, სტაბილურობა პირველ ადგილზე დგას. ამიტომაც იგი "ასჯერ ზომავს" პრობლემას და მხოლოდ ამის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას, მხოლოდ ზომიერად რისკავს;

=6.კონკურენტული სივრცის, უარყოფითი აურისადმი უკომპრომისობა, დისკომფორტი, მიუღებლობა - კირჩხიბი ბუნებით მეტად მგრძნობიარე ნიშანია, ვერ იტანს ბოროტებას, ტკივილებს, რის გამოც მტრულ გარემოში ყოფნას მძაფრად განიცდის და ცდილობს, მაქსიმალურად აირიდოს, ან მალევე დააღწიოს მისგან თავი;

=7.დიდებისა და ლიდერობისაკენ ლტოლვა - კირჩხიბი გამოირჩევა თვითშეფასების მაღალი ხარისხით. შესაბამისად, იგი მკაცრ სტანდარტებსა და მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს. ამიტომაც კირჩხიბი ვერ იტანს კრიტიკასა და მარცხს, განიცდის უიღბლობას და იმედგაცრუებას მტკივნეულად.

=8.გარეგან ცივი, შინაგანად - მზრუნველი და თბილი - კირჩხიბი, ერთი შეხედვით, შეიძლება, ცივი მოგეჩვენოთ, აუტანლად ცივიც კი, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ სიფრთხილის ნიღაბია. რეალურად კირჩხიბი ყველაზე მეტადაა დაჯილდოებული შთაგრძნობის, თანაგანცდის, გულისხმიერების უნარით. მისთვის ემოციები, გრძნობები, შეგრძნებები, შთაბეჭდილებები პრიორიტეტული თემაა და ყველაზე უკეთ შეუძლია, სხვისი გადმოსახედიდან მოქმედება.


ცნობილი კირჩხიბები:

image

1.ზინედინ ზიდანი - მატერაცის ეპიზოდის "ავტორი";

2.ეგზიუპერი - "პატარა უფლისწულისა" და სხვა არაერთი შედევრის ავტორი;

3.ჰემინგუეი - ავტორი ნაწარმოებებისა "მოხუცი და ზღვა", "მშვიდობით, იარაღო!";

4.მარკ შაგალი - არაერთი საინტერესო მხატვრული ტილოს ავტორი;

5.ჰარისონ ფორდი - ცნობლი ამერიკელი პროდიუსერი და მსახიობი "ვარსკვლავური ომებიდან".

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0