საზოგადოება დღეს საქართველოში COVID 19-ის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2020, 4 ოქტომბერი, 12:06 stop.cov.ge-ს მიერ განახლებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8118 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4244 განიკურნა, 50 კი გარდაიცვალა. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან: აჭარა 370 თბილისი 65 იმერეთი 63 სამეგრელო-ზემო სვანეთი 28 ქვემო ქართლი 11 შიდა ქართლი 6 გურია 6 მცხეთა 4 კახეთი 1 ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები აღარ განიხილება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ენდელაძე, ამბობს, რომ კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. „დღეს 554 ახალი შემთხვევა გვაქვს. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 8 118 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე ცოტა მეტია. აქტიური შემთხვევაა 3 874. ამ პაციენტიდან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათ შორის ცხრა არის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი. ასევე, კლინიკაში გვყავს ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ. 31 შეფასება არ არის
|