x
image
lady.ge
40 წელს გადაცილებული ყველაზე სექსუალური ვარსკვლავები



imageimageროგორც ამბობენ, ქალისთვის გაფურჩქვნის ასაკი ორმოცი წლის მიჯნაზე დგება და ყველაზე სასურველი, სექსუალური და მომხიბვლელი, მანდილოსანი სწორედ რომ ამ ასაკშია. ვერ გეტყვით, ეს მოსაზრება რამდენად შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მანდილოსნების ცხოვრებას, რადგან ნაადრევი ქორწინება, ოჯახური ცხოვრება, სტრესი, პრობლემები დიდ დაღს ასვამს ბევრი ქალის ვიზურლურ იმიჯს. რაც შეეხებათ ევროპელ ქალბატონებს, ამ მხრივ მათ ნამდვილად უკეთ აქვთ საქმე, რადგან მათი უმრავლესობა ოჯახს მოწიფულ ასაკში ქმნის და არც შემდგომში იტვირთავს თავს ოჯახურ საქმეებზე თავგადაკლული შრომა-ჯაფით. ყველაზე მეტად ამ მხრივ რაღა თქმა უნდა ცნობილ სახეებს უმართლებთ, რადგან ნაკლებ დატვირთვასთან ერთად, მათთვის კოსმეტიკის უახლეს სიახლეებსა და მიღწევებთან ერთად, პლასტიკური ოპერაციებიც სავსებით ხელმისაწვდომი ფუფუნებაა. წარმოგიდგენთ, ჰოლივუდის ყველაზე სასურველი, სექსუალური და მომხიბვლელი ქალბატონების სიას, რომელთა უმრავლესობამაც საკრალურ ორმოცი წლის ასაკს გადააბიჯა და მაინც წარმატებით აგრძელებენ მამაკაცებისთვის თავბრუს დახვევას, ქალბატონებისთვის კი მუდმივი მიბაძვის და შურის ობიექტად ყოფნას.

image

სიის სათავეში რაღა თქმა უნდა, ცნობილი პოპ-დივა, ჯენიფერ ლოპესია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ აღნიშნა საკუთარი 43 დაბადების დღე. თუმცა ვიზუალურად ასაკი ჯეი ლოს არათუ მოემატა, მოაკლდა მგონი



არანაკლებ სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურება, 40-წელს მიღწეული მსახიობი სოფია ვერგარა.


image


სელმა ჰაიეკი, ბავშვის გაჩენის მერე ასე ვთქვათ "ცოტახნიანი ჩავარდნის შემდეგ" შესანიშნავი ფორმები არათუ დაიბრუნა, უფრო გაიუმჯობესა.



image
image

მექსიკელმა მომღერალმა პაულინა რუბიკმა კი ცოტა ხნის წინ შეასრულა 40 წელი.



ხოლო ყველა დროის სილამაზის და სექსუალურობის ეტალონი მონიკა ბელუჩი შემოდგომაზე საკუთარ 48-ე დაბადების დღეს იზიმებს.




არანაკლებ მომხიბვლელად გამოიყურება, ცნობილი მოდელი ელ მაქფერსონი თავის 48 წლის ასაკში.


ჰოლივუდის ერთერი უბერებელი სექსსიმბოლო, ჯენიფერ ენისტონი კი სულ რაღაც 43 წლისაა.

















































3
528
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
528
  
2013, 14 თებერვალი, 16:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი უბრალოდ მე-ის კომენტარზე
2013, 4 თებერვალი, 14:09
ანჯელინა 40 წელს გადაბიჯებული არაა
2012, 1 სექტემბერი, 17:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3