x
image
თამილა გურაშვილი
"დალიეთ წვიმის წყალი და გადადით სოფელში!" - 14 წლის ინდოელი წინასწარმეტყველის რჩევა
image



მსოფლიოში ცნობილი 14 წლის წინასწარმეტყველი ინდოეთიდან, რომელმაც ვირუსის გაჩენა ჯერ კიდევ 2019 წელს იწინასწარმეტყველა, ერთ თვეზე მეტია ინტერნეტში არ აქტიურობს. ახალგაზრდა აბიგია ანანდის წინასწარმეტყველების თაყვანისმცემლები ღრმად შეშფოთებული არიან: სად გაქრა მათი საყვარელი წინასწარმეტყველი?



ბიჭი ბოლო შეტყობინების მერე, სადაც ის ხალხს აფრთხილებს, საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.



აბიგიასა და მისი დის ბოლო ვიდეოს თანმხლები ტექსტი შეიცავს გაფრთხილებას. ბიჭმა თქვა, რომ ის და მისი ოჯახი განიხილავენ სერიოზულ პრობლემებს, რაც შეიძლება კაცობრიობას დაემართოს, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბუნებაში გადასვლა.




image



ინდოელი 14 წლის ბიჭმა, დაახლოებით ასეთი რჩევა მისცა თავის ყველა თაყვანისმცემელს. ბიჭმა თქვა, რომ უახლოეს წლებში საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი იქნება დიდი ბოსტანიანი სოფელი, სადაც საარსებო მეურნეობის ჩატარება იქნება შესაძლებელი.



"გწამდეს ღმერთის, ილოცე, მოაიყვანე შენი საკვები და შეაგროვე წვიმის წყალი", - წერს აბიგია შეტყობინებაში. - თუ შესაძლებელია, ისწავლეთ როგორ მიიღოთ საკუთარი ენერგია მზის პანელების ან გენერატორის გამოყენებით. გახდით დამოუკიდებელი და ავტონომიური, რომ უზრუნველყოთ თქვენი ოჯახი ყველაფერით, რაც თქვენ გჭირდებათ. გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეები თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და მეტი დრო გაატარეთ მზეზე.



ახალგაზრდა წინასწარმეტყველის მრავალი თაყვანისმცემელი აღშფოთდა ასეთი რჩევების გამო, რადგან, ასე ადვილი არ არის ქალაქის საცხოვრებლის დატოვება ან გაყიდვა, რადგან ეს საშინელებათა ისტორია შეიძლება აღმოჩნდეს პარანოია და მეტი არაფერი.



ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის, როდესაც ხალხი ტყეებში ცხოვრობდა აპოკალიფსის მოლოდინში, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენის ნაცვლად, მათ დამატებით პრობლემები მიიღეს. მათ შორის ჰიპოთერმია, დაავადებები და ფსიქიკური აშლილობა. ქალაქის მოსახლეობა, რომელიც არ არის მიჩვეული ბუნებასთან სიახლოვეს, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს სწრაფად ადაპტირებას სოფლებში.



შეგახსენებთ, რომ მანამდე აბიგიამ 2020 წლის ყველაზე საშიში თარიღებიც დაასახელა. მისი თქმით, ამ წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე, როდესაც იუპიტერი და სატურნი ზოდიაქოს ერთსა და იმავე ნიშანში გადაინაცვლებენ, შესაძლოა მოხდეს მასშტაბური გლობალური შოკი, რომელიც ხალხს ომებს დაავიწყებს.



აბიგიამ თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ქოლერა, შიმშილი, ჭირი ან ვალები.


”ბევრი საფრთხე გველოდება. და ისინი საკმაოდ რეალურია. ქოლერაში ვგულისხმობ რაიმე სახის ინფექციურ დაავადებასა და ვირუსს. პრობლემები შეიძლება ერთდროულად მოხდეს, ან რომელიმე მათგანი.- განმარტა მან პროგნოზირებისას.




აბიგიამ თქვა, რომ საფრთხის პერიოდი 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება. 2021 წლის თებერვალში ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან, ბევრი პლანეტა ნეგატიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.



”არ მინდა, რომ ჩემი სიტყვები არასწორად იქნას გაგებული, პრობლემები შესაძლებელია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა მათ ვერ გადალახავს. ჩვენ აუცილებლად გავივლით ამ პერიოდს და გავუმკლავდებით ყველა სირთულეს. 2021 წლის მარტის შემდეგ კი ყველაფერი შემსუბუქდება" - განაცხადა ინდოელმა წინასწარმეტყველმა.

1
1078
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1078
  
2020, 27 სექტემბერი, 15:40
მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება
0 1 1