შოუბიზნესი ტინა თუ მონიკა: თაყვანისმცემლები ვენსან კასელის ქალების შედარებას ვერ ეშვებიან 2020, 26 სექტემბერი, 14:40 სულ რამდენიმე წლის წინ ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე კაშკაშა და ლამაზ წყვილად ითვლებოდა. ტემპერამენტიანი ფრანგისა და იტალიელი ლამაზმანის 14 წლიანი ოჯახური იდილია მართლაც რომ ყველასთვის სამაგლითო და მისაბაძი იყო, თუმცა მოგეხსენებათ ამ სამყაროში სამუდამო არაფერია. სამწუხაროდ მარადიული არც ამ ულამაზესი ვარსკვლავური წყვილის სიყვარული აღმოჩნდა. 2013 წელს მონიკა ბელუჩიმ და ვენსან კასელმა განქორწინების შესახებ საჯაროდ განაცხადეს.წყვილის თაყვანისმცემლებს ამ რეალობის დაჯერება დიდი ხანი არ სურდათ, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ამ ფაქტთან შეგუება მოუწიათ. მონიკასთან დაშორების შემდეგ, ვენსანი მალევე ახალგაზრდა, დამწყები მოდელის ტინა კუნაკის გარემოცვაში შენიშნეს. მათი გაცნობის დროს გოგონა სულ რაღაც 19 წლის იყო.როგორც ჩანს, ფრანგული კინოს ვარსკვლავს მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა დიდად არ ანაღვლებს, თუმცა აი, მსახიობის ერთგულ თაყვანისმცემლებს კი მისი მეორე ნახევრის ასაკი მეტისმეტად აშფოთებთ. ისინი გამუდმებით ტინასა და მონიკას შედარებაში არიან. წყვილის თაყვანისმცემლები ორ ძირითადად ბანაკად დაიყვნენ: ერთნი ფიქრობენ, რომ ტინა უმშვენიერესს მონიკას ვერც კი შეედრება, მეორენი კი დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა მეუღლის გვერდით ვენსანი ახლა ბევრად უფრო მხნედ და ხალისიანად გამოიყურება, და თქვენ რას ფიქრობთ?ვენსანი მონიკასთან
104 შეფასება არ არის |