კინო ვინ არის ფილმის - «ცხოვრება მშვენიერია» პატარა გმირის პროტოტიპი და სინამდვილეში როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს 2020, 28 სექტემბერი, 10:24 1997 წელს, იტალიელმა რეჟისორმა რობერტო ბენინიმ გადაიღო ფილმი «ცხოვრება მშვენიერია». ფილმი ებრაელზეა, რომელიც თავის 5 წლის ვაჟს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში მალავს. მამა ბავშვს უხსნის, რომ ეს თამაშია, რომელიც გერმანელებისგან დამალვას გულისხმობს და რომ არ შეიძლებადა ტირილი, წუწუნი და საჭმლის თხოვნა. ამ შემთხვევაში, ის ქულებს მოაგროვებს და ჯილდოდ — ნამდვილ ტანკს მიიღებს. ფილმის სიუჟეტს, საფუძვლად, იტალიელი ებრაელის რუბინო რომეო სალმონის (1920-2011), ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვეს, ბიოგრაფიული რომანი «მე ჰიტლერი დავამარცხე» («Alla fine ho sconfitto Hitler», Rubino Romeo Salmonì) უდევს, რომელშიც ავტორი სიკვდილმისჯილთა ბანაკში საკუთარი ცხოვრების პერიოდს აღწერს. რეჟისორმა თავის ნამუშევარში «ოსკარი» მიიღო, რომელმაც ის და მისი ფილმი, საქვეყნოდ ცნობილი გახადა. «ცხოვრება მშვენიერია» (იტ. La vita è bella), 1997 წლის ინტერვიუებში ბენინი ამბობდა, რომ ფილმში მოთხრობილი ისტორია გამოგონილ იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ რეალურად მოხდა... აღმოჩნდა, რომ მსგავსი ისტორია, საკოცენტრაციო ბანაკში, მართლაც მოხდა და რომ ფილმის პატარა გმირის პროტოტიპი ჯოზეფ შლაიფშტეინი იყო. — ეს უბრალოდ ფანტასტიკაა — ზღაპრული, წარმოუდგენელი გამართლება, — თვლის ამერიკელი ისტორიკოსი ჯეიკობ მედელმანი. — ჯოზეფ შლაიფშტეინი ნამდვილად «პერანგში დაიბადა», რადგან ესესელი მკვლელების გარემოცვაში გადარჩენის შანსი მინიმალური იყო — ეს იგივეა, რომ მშიერი მგლების ხროვაში გადარჩე... ჯოზეფ შლაიფშტეინი 1941 წ. 7 მარტს ებრაულ გეტოში, ქალაქ სანდომირში დაიბადა, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის სამხ-აღმ. ნაწილში მდებარეობდა. დაბადების პირველივე დღეებიდან მას მშობლები მალავდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა: გეტოს ტყვეები პოლონეთის სამხრეთში, ქ. ჩენსტოხოვში, HASAG იარაღის ფაბრიკაში სამუშაოდ (შესრულებული სამუშაოსთვის, რა თქმა უნდა არ უხდიდნენ) გადაიყვანეს. პირველსავე დღეს, გერმანელებმა ბავშვები, როგორც «შრომისთვის უსარგებლოებო», მოაგროვეს და ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ჯოზეფის დედამ მოასწრო და ბავშვი სარდაფში დამალა, სადაც ის, სრულ წყვდიადში, 18 თვე ცხოვრობდა: სინათლე მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მშობლები სარდაფში ანთებული სანთლით და საკვებით ჩადიოდნენ. მათ ბავშვი სიჩუმეს მიაჩვიეს, რადგან ნებისმიერ ხმას ჯარისკაცების ყურადღების მიქცევა შეეძლო. გარდა ამისა, მათ კატა მიიჩვიეს, რომ მას სარდაფში თაგვები დაეჭირა. ჯოზეფ შლაიფშტეინი ცენტრში დგას ორი გერმანელი კომუნისტი მას ბავშვის დამალვაში დაეხმარა. პატარას პურს, ბანაკის ისედაც მწირი ულუფიდან, აძლევდნენ და მასთან წვიმის წყალი მიჰქონდათ მალულად. ერთ-ერთმა ტყვემ კი, ხისგან პატარა ცხენი გამოუთალა. ასე, რომ, პატარა ჯოზეფს საჭმელი, სასმელი და სათამაშოც კი ჰქონდა. ბავშვი ყოველთვის ჩურჩულით საუბრობდა და არასოდეს ტიროდა. «ცუდმა ძიებმა არ უნდა გიპოვონ, — ეუბნებოდა მას მამა — თორემ, ბოროტ ჯადოქართან წაგიყვანენო». 1945 წლის 11 აპრილს ბანაკის ტყვეებმა ამბოხება მოაწყეს და ნახევარ საათში, დაახლოებით, 200 ესესელი დაატყვევეს. ბანაკი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ხოლო, 13 აპრილს ამერიკის III არმიის ნაწილები მივიდნენ... ომის შემდეგ გაირკვა, რომ ბიჭუნას დედა გადარჩა — ის უმძიმეს მდგომარეობაში, დახაუში (ბანაკი გერმანიაში) იპოვეს. ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, ოჯახი გაერთიანდა და 1948 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. …79 წლის ჯოზეფ შლაიფშტეინი დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ანთებულ შუქზე სძინავს, რადგან სიბნელის ეშინია. P. S. 1947 წ. 6 წლის, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვე, ყველაზე პატარა მოწმე იყო სასამართლო პროცესზე, რომლის განსასჯელების სკამზე ბუხენვალდის ბანაკის დაცვის წევრები ისხდნენ. მათ შორის ბავშვმა ის СС-ბი ამოიცნო, რომლებიც ტყვეებს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ. * 25 წლის შემდეგ — ჩვილი ფილმიდან «ბავშვი სასეირნოდ მიდის» * ლუი დე ფიუნესი და ყველაზე სასაცილო ფრანგული სერიალი * ნაკლებად ცნობილი ფაქტები «რემბოს» შესახებ
1941 9-ს მოსწონს
|