შოუბიზნესი შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ჰარვარდის კურსდამთავრებულებს აჯობონ 2020, 22 სექტემბერი, 11:10 ყველასთვის ცნობილი “მისტერ ბინის'' შემსრულებლის IQ 178 ქულას შეადგენს. მსახიობობამდე ის ინჟინერიას სწავლობდა, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში აიღო მაგისტრის ხარისხი მეცნიერებაში და დოქტორის ხარისხიც მიიღო.
შერონ სტოუნი მისი ინტელექტი მასწავლებლებმაც შეამჩნიეს, ამიტომ 5 წლის ასაკში უკვე მეორე კლასში დასვეს, მისი IQ კი 154 ქულაა.
დევიდ დუხოვნი მას ბრწყინვალე აკადემიური კარიერა ჰქონდა. იელის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრის წოდებაც მიიღო.
კვენტინ ტარანტინო ცნობილ რეჟისორს უნივერსიტეტში არ უვლია, მაგრამ თავისი პირველი სცენარი 14 წლის ასაკში დაწერა. მისი IQ 160 ქულას შეადგენს და 2 ოსკარი აქვს აღებული.
ნატალი პორტმანი მსახიობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი აქვს ფსიქოლოგიაში. ის 5 ენაზე საუბრობს და მისი IQ 140 ქულას შეადგენს.
მეთ დეიმონი მსახიობის IQ 160 ქულამდეა, ცნობილია, რომ ფილმის “ჭკვიანი უილ ჰანტინგი'' სცენარი წერა ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო. მართალია უნივერსიტეტი არ დაამთავრა, მაგრამ სამაგიეროდ ფილმისთვის ოსკარი აიღო.
სინდი კროუფორდი მოდელი სკოლაში ყოველთვის ძალიან კარგად სწავლობდა, უნივერსიტეტში კი ქიმიურ ინჟინერიას შეისწავლიდა.
შაკირა ცნობილია, რომ თავისი პირველი ლექსი 4 წლის ასაკში დაწერა, პირველი ალბომი კი 13 წლის ასაკში გამოუშვა. მისი IQ 140 ქულას შეადგენს, თუმცა კოლეჯში არ უვლია. ამის ნაცვლად მომღერალს სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა ტურები, ამიტომაც 5 ენაზეც საუბრობს.
79 1-ს მოსწონს
|