ვარსკვლავები ბრაზილიელმა მოდელმა დუნდულები დააზღვია,რომ უფრო მშვიდად იგრძნოს თავი 2020, 20 სექტემბერი, 15:49
ყველაზე სექსუალურმა ბრაზილიელმა მოდელმა გადაწყვიტა დააზღვიოს სხეულის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე "ძვირფასია" და რითაც ამაყობს.
ჟურნალმა Playboy-მ MC Riele ბრაზილიის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. მომხიბვლელ მოდელს ინსტაგრამზე 500 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და როგორც თვითონ აღნიშნავს ქათინაურების და ფლირტის გარდა იღებს მუქარის შემცველ წერილებსაც, რომელიც მის მთავარ "ღირსებას", მომრგვალებულ უკანალს შეეხება. "ყველა აზღვევს იმას, რაც ყველაზე ფასეულად მიაჩნია, მე დავიზღვიე დუნდულები"-აღნიშნა მოდელმა. როგორც MC Riele აღნიშნავს, მსგავი ნაბიჯის გადადგმა შთააგონა ამერიკელმა მომღერალმა მერაია ქერიმ, რომელმაც საკუთარი ფეხები ერთ მილიარდ დოლარად დააზღვია. მართალია ქერის ვერ შეედრება და ასეთ ასტრონომიულ თანხას ნამდვილად ვერ გასწვდება, თუმცა საკუთარი ტაკო მოდელმა 147 000 ევროდ შეაფასა. დაზღვევა ფარავს მატერიალურ და მორალურ ხარჯებს, აწი მოდელს თავისუფლად შეეძლება ათამაშოს საკუთარი საჯდომი და მეტიც, გამოაჩინოს კიდეც. "თავს ახლა უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ, აწი შემიძლია ჩავიცვა ისეთი ამოჭრილი შარვალიც, რა დროსაც დუნდულები მიჩანს"-აღნიშნა მოდელმა. 167 5-ს მოსწონს
|