x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დაავალე მიშას“ – ნაციონალური მოძრაობის ახალი კამპანია (ვიდეო)
image


“დაავალე მიშას”- ამ სახელწოდებით დაიწყო კამპანია “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომელიც ქვეყნიოს მასშტაბით მოსახლეობისგან იმ პრობლემების ჩამონათვალს ჩაინიშნავს, რაც მათ ჩვენს რეგიონებში ცალკეულ მუნიციპალიტეტებში აწუხებთ. ყოფილი ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამომრჩეველს მოუწოდებს, ნებისმიერი რამ „დაავალონ მიშას“, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კი ყველა სოფელსა და ყველა უბანში ჩაიწერენ საქართველოს მოქალაქეების დავალებებს გაქცეული პრეზიდენტის მიმართ.


ნაცმოძრაობა გვპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წინასწარ მათ მიერ ჩანიშნულ საკითხებს გადაჭრიან. ამ საკითხზე ზალიკო უდუმაშვილმა ცოტა ხნის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ისაუბრა.


“ეს გულისმობს შემდეგს ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას ხელისუფლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისგან რა მოლოდინი აქვს, რა მოლოდინი აქვს ჩვენი პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილისგან. ჩვენ ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავალთ, მოსახლეობის პრობლემებსა და მთავარ გამოწვევებს მოვისმენთ. გამარჯვების შემდეგ კი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს” ეს დავალებები გადაეცემა ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქარველო, ძლიერი ოჯახებით. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა პროცესში. – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა ბრიფინგზე.



0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0