x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კრისტოფ მეცელდერი გამოტყდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიას ავრცელებდა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ მეცელდერმა დიუსელდორფის სასამართლოს წინაშე ფაქტობრივად აღიარა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიას ავრცელებდა.


ფეხბურთელის ადვოკატები ყველანაირად შეეცადნენ, რომ სასამართლოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდიდან წაეშალა და პრესას ამის შესახებ არაფერი შეეტყო. ვებგვერდზე იდო მხოლოდ განსასჯელის ასაკი და ინიციალები, თუმცა ამ ინფორმაციების გასაჯაროებაში ადვოკატები ხედავდნენ მეცელდერის პირადი უფლებების შეზღუდვას, მაგრამ სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა. უფრო მეტიც: სასამართლომ განაცხადა, რომ გაასაჯაროებს მიღებული მსჯავრის შესახებ გადაწყვეტილებასაც. ამას სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. მეცელდერი საჯარო პირია და ამიტომ მის პირად უფლებებზე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების მსგავსი დაცვის მკაცრი წესები არ მოქმედებს.


როგორც “შპიგელი” იტყობინება, მეცელდერს ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი 297 ფაილი ჰქონდა საკუთარ სმარტფონზე და ის რამდენიმე ქალსაც კი გაუგზავნა. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა ქალმა მიიტანა ჰამბურგის პოლიციაში მის მიერ ფეხბურთელისგან WhatsApp-ის მეშვეობით მიღებული ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი მასალები.


კრისტოფ მეცელდერი გერმანიის საფეხბურთო ნაკრების წევრი 2001-2008 წლებში იყო, სადაც მან 47 თამაში ჩაატარა.



მეცელდერი

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0