საზოგადოება "დიდი შინაომია ოცნებაში! ჰოდა,არკვიეთ ახლა ვინ იყო ჩემი წყარო"- ელისო კილაძე 2020, 14 სექტემბერი, 14:13 გაზეთ "ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე მისთვის ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით დიდი ხმაური და დაპირიპირებაა. კილაძის თქმით, სახელისუფლებო პარტიაში კომპრომატების ომია დაწყებული, თუმცა ის თავისი წყაროს ვინაობის გამხელას არ აპირებს, ვინაიდან მან ინფორმაცია უცხო ნომრიდან მიიღო და ის სხვა დამატებით დეტალებს ამ მომენტისთვის არ ფლობს: "დიდი შინაომია ოცნებაში ! ერთმანეთს ასწრებენ კომპრომატების მოწოდებას! ჰოდა, არკვიეთ ახლა ვინ იყო ჩემი წყარო(ან აქამდე რატომ ვერ გაარკვიეთ) მე არ ვიცი ვინ მომწერა უცხოური ნომრით ! რომც ვიცოდე - არ ვიტყვი ! იმიტომაც მენდობიან!"- დაწერა ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟურალისტს ელისო კილაძეს "ვოტსაფის" საშუალებით ანონიმურმა წყარომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მას რამდენიმე ფიგურანტის ვინაობა გაუმხილა, რომლებიც მართველ პარტიასთან არიან დაკავშირებულები. ამავე წყაროს ცნობით ასევე ის სავარაუდო ლოკაციაც იქნა დასახელებული, სადაც 23 წლის პროგრამისტი შეხვედრაზე მიდიოდა და საიდანაც მისი ცხედარი საბოლოოდ, უკვე მაწევანის საძოვრებზე აღმოჩნდა: "ვერსია პირველი :(არაფერს არ ვამტკიცებ) თამარ ბაჩალიაშვილი მიდის შეხვედრაზე !შეხვედრის ადგილი საკალმახეა !შეცდომით შედის "ადმირალში"-ხვდება კამერების არეალში ! (ამის მერე ადმირალის კამერები"ფუჭდება") რაკი ეს ის ადგილი არაა, ეძებს სხვა ლოკაციას (საკალმახეს) 84.03.34.034 -ვილა ალგეთი ! მეპატრონე გიორგი ღარიბაშვილი წყაროს ინფორმაციით-ერთი ფიგურანტი გურამ მაჭარაშვილი-"ქართუს" იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი და დეპუტატი ქართული ოცნებიდან ! კიდევ ერთი ფიგურანტი თეიმურაზ ჯავახიშვილი !(შსს ტენდერებში მონაწილე პირი) ვილა ალგეთის უკან საკალმახეა! ავტოფარეხში შედიხარ გვერდიდან ! საკალმახეს გვერდით ორი დიდი ოთახი, ერთი დაცვის-ოთხი წლის დაკეტილი, მაგრამ საეჭვოდ დალაგებული !(საწოლი, ტელევიზორი, ღუმელი) ქონება იპოთეკითაა დატვირთული"ქართუში"! ვილა ალგეთის გვერდით გზაა-წყაროს მტკიცებით, ამ ფონით ევაკუატორით გადაიტანეს თამუნას მანქანა და მიიტანეს გოლთეთში ! პოლიციაც შემთხვევის ადგილს იცავს არა წინა, არამედ უკანა მხრიდან ! ვინ დაიბარა და ვის შეხვდა თამარ ბაჩალიაშვილი?! უკავშირდება თუ არა მკვლელობა ფულის გათეთრებას?!"- დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.1121 2-ს მოსწონს |