x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მიტოვებულები: ცნობილი ქალბატონები, რომლებიც ახალგაზრდებში გაცვალეს

image


ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცნობილ ქალბატონებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ გააჩნიათ, რა თქმა უნდა, ისინი ხომ ნიჭიერები, წარმატებული და მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან, რომლებთან ურთიერთობაზეც მილიონობით მამაკაცი ოცნებობს, თუმცა გეტყვით, რომ არც სილამაზე, არც ფული და არც დიდება პირადი ბედნიერების გარანტი არ არის და ყველაზე ცნობილი და მიმზიდველი ქალბატონებისგანაც კი საყვარელი მამაკაცები უკანმოუხედავად მიდიან. ამ მასალაში სწორედ იმ 40 -ს გადაცილებულ ვარსკვლავურ ლამაზმანებს წარმოგიდგენთ, რომლებიც საკუთარმა მეორე ნახევრებმა გაცილებით უფრო ახალგაზრდა პარტნიორების გამო მიატოვეს.





მონიკა ბელუჩი და ვინსენტ კასელი


image


მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის ქორწინების გადარჩენა ვერც საერთო შვილებმა და ვერც 17 წლიანმა თანაცხოვრებამ შეძლო. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2013 წელს მშვიდად და უხმაუროდ დაშორდა. ვინსენტმა დაიფიცა რომ ოჯახს აღარასდროს შექმნიდა, თუმცა სულ მალე სიტყვა გატეხა, 2015 წელს მან ახალგაზრდა, მომხიბვლელი მოდელი ტინა კუნაკი გაიცნო, რომელიც ცნობილ ვარსკვლავზე 31 წლით უმცროსია, წყვილი 2018 წლის აგვისტოში დაქორწიდა, 2019 წლის 1 იანვარს კი მოდელმა განაცხადა რომ ბავშვს ელოდებოდა.





ეშტონ კაჩერი და დემი მური


image


მსახიობმა ეშტონ კატჩერმა დემი მურთან 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ რომანი 31 წლის სარა ლილთან გააბა, "მოჩვენების" ვარსკვლავს სხვა არაფერი დარჩენოდა თუ არა განქორწინება.






ვანესა პარადი და ჯონი დეპი


image


ვანესა პარადისა და ჯონი დეპის სიყვარულის ისტორია 14 წელს გაგრძელდა, თუმცა წყვილს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო რაც ჯონი დეპმა ფილმ "რომის დღიურის" გადაღებების დროს მსახიობი ემბერ ჰერდი გაიცნო, ქერა ლამაზმანმა მას თავბრუ ისე დაახვია რომ "კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავს ფიქრი მის გარდა სხვაზე აღარაფერზე შეეძლო. ახალგზრდა გოგონათი მოხიბლულმა მსახიობმა საკუთარი შვილების დედასთან ურთიერთობა ისე გაწყვიტა რომ დიდხანს არც უფიქრია. შეგახსენებთ, რომ ჯონი ემბერზე 23 წლით უფროსია.






ნაომი კემპბელი და ვლადისლავ დორონინი


image


რუსი ოლიგარქის ვლადისლავ დორონინისა და "შავი პანტერას" ხმაურიანი რომანი ხუთ წელს გაგრძელდა. სექსუალური სუპერმოდელის გამო მილიარდერმა მეუღლე მიატოვა, რომელთანაც 22 წელი ცხოვრობდა. ნაომიც მზად იყო კარიერა მიეტოვებინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადასულიყო, რათა საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს ყოფილყო, თუმცა მოულოდნელად 2013 წელს წყვილმა დაშორების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დორონინს ლამაზმანის დაკარგვა დიდხანს არ უგლოვია, 2015 წლის დასაწყისში მან ახლგაზრდა მოდელი ქრისტინა რომანოვა გაიცნო, რომელიც მასზე 31 წლით ახალგაზრდაა. მათი ურთიერთობა საოცარი სისწრაფით განვითარდა. 2016 წლის იანვარში წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ჟასმინი დაარქვეს, ერთი წლის შემდეგ კი სოციალურ ქსელში რომანოვამ სელფი გამოაქვეყნა, რომელზეც ნიშნობის ბეჭდით პოზირებდა, ამ ფაქტმა ინტერნეტსივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.





ქეით ბეკინსეილი და ლენ უაიზმანი


image


მსახიობმა ქეით ბეკინსეილმა და რეჟისორმა ლენ უაიზმანმა ერთმანეთი 2003 წელს ფილმ "მიწისქვეშეთის" გადაღებების დროს გაიცნეს, თუმცა მათ შორის რომანი მოგვიანებით დაიწყო. იმ პერიოდისთვის მსახიობი ურთიერთობაში მაიკლ შინთან იმყოფებოდა, რეჟისორს კი უკვე მეუღლე ჰყავდა, თუმცა ფილმზე ერთად მუშაობამ მათ შორის სულ რამდენიმე თვეში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. 2004 წელს შეყვარებულებმა ლოს - ანჯელესში იქორწინეს. 2015 წელს, კი 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვარსკვლავურმა წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მალევე როგორც პრესისთვის გახდა ცნობილი რეჟისორს რომანი ახალგაზრდა 26 წლის მოდელთან სიჯეი ფრანკოსთან ჰქონდა, რომელიც მასზე 19 წლის უმცროსია. მოგვიანებით როგორც რეჟისორი აცხადებდა მან ახალი სიყვარული მხოლოდ ქეითთან დაშორების შემდეგ იპოვა, თუმცა პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ლენ უაიზმანი მოდელს ჯერ კიდევ ქეით ბეკინსეილთან ქორწინების დროს ხვდებოდა.








0
715
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
715