x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც კვერცხის მოხარშვის დროს ვუშვებთ

image

კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ, ბევრისთვის არის ცნობილი, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ უნდა მოხარშოს ის სწორედ. კვერცხის უბრალოდ მოხარშვა საკმარისი არ არის. მისი გაფრცქვნაც მნიშვნელოვანი პროცესია და ხშირ შემთხვევაში, არც ხარშვის წინ მარილის დამატება და არც უკვე მოხარშულ კვერცხზე ცივი წყლის გადავლება არის საკმარისი, ნაჭუჭის მოსაცილებლად, კვერცხის დაზიანების გარეშე. კვერცხისთვის ნაჭუჭის მარტივად მოსაცილებლად, არსებობს ერთი ხრიკი, რომლის შესახებ, ქვემოთ მოგახსენებთ. თუმცა, ჯერ, კვერცხის შესახებ...


image


კვერცხი — არაერთ ვიტამინის შეიცავს. მაღალი საკვები ღირებულების და დაბალი ფასის გამო, ის, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ყველაზე პოპულარული პროდუქტია. გარდა ამისა, მის გარეშე, საკონდიტრო სფერო საერთოდ წარმოუდგენელია და ასევე, კვერცხი უამრავი სახეობის კერძისთვის, უნივერსალური ინგრედიენტია, რომელიც სხვა პროდუქტევს კარგად ეწყობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მომზადების ყველაზე გავრცელებული მეთოდი, მაინც მოხარშვა არის — ეს არა მარტო სწრაფი და ადვილია, არამედ მაქსიმალურად უნარჩუნებს კვერცხს სასარგევლო თვისებებს — ერთი მოხარშული კვერცხი საუზმეზე, ენერგიით უზრუნველგყოფთ მთელი დღის მანძილზე.

რაც შეეხება კვერცხის მოხარშვის წესს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმრავლესობამ იცის, რომ მოხარშვის შემდეგ, ნაჭუჭის მარტივად მოსაცილებლად, ხარშვის წინ, მარილის დამატება ან მოხარშვის შემდეგ, ცივი წყლის გადავლება არის საჭირო. თუმცა, ეს ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა... ხოლო, აქ იდეალურად მოხარშული კვერცხის საიდუმლოს გაგანდობთ:

წყალში მარილის ნაცვლად, ცოტა ძმარი უნდა დაამატოთ... და მნიშვნელობა არა აქვს, რა კონსტინტენციის გინდათ რომ კვერცხი იყოს. ყველა ვარიანტში, ასე მოხარშული კვერცხი უფრო ნაზი იქნება, ხოლო ნაჭუჭი მარტივად მოსცილდება. უბრალოდ, წყალი და კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და ვიდრე ცეცხლზე დადგავთ, ცოტა ძმარი (0, 5 ლ. წყალზე - 2 ს. კ.) უნდა დაამატოთ.

რატომ ძმარი?

საქმე იმაშია, რომ კვერცხის ნაჭუჭის მთავარი კომპონენტი კალციუმის კარბონატია, რომელიც გაცხელების დროს, მჟავასთან შედის რეაქციაში და დაჟანგვას იწვევს. შედეგად, ნაჭუჭი რბილდება და კვერცხს ბუნებრივად და მარტივად სცილდება.

აქვე გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დრო არის საჭირო, თქვენთვის სასურველი კონსტინტენციის, კვერცხის მოსახარშად:


— 6 წუთი — «თოხლოდ» მოხარშული.

— 10 წუთი — «ტომარაში (ცილა მკვრივი, გული თოხლო)».

— 12-15 წუთი — მაგრად მოხარშული.


და, ბოლოს, შეგიძლიათ ძმარი, ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ (0, 5 ლ. წყალზე - 2 ს. კ.) — ეფექტი იგივე იქნება.

imageimageimage* რა დაემართება კვერცხს, თუ მას ნაჭუჭით შევწვავთ

* როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი, რომ გარედან გული იყოს, ხოლო შიგნით ცილა
* ამას მხოლოდ კულინარიულ სკოლებში ასწავლიან (7 ხრიკი)
* 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება
* კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის

1
2645
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2645
  
2020, 19 სექტემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1