სასარგებლო პროდუქტები რა დაემართება კვერცხს, თუ მას ნაჭუჭით შევწვავთ 2020, 11 აპრილი, 12:17
რა აღარ მოუმზადებიათ კვერცხით?! წვავენ, ხარშავენ, ღუმელში აცხობენ, სხვა კერძებში ამატებენ, ნამცხვრებზე და ტორტებზე ხომ, საუბარიც არ არის... მოკლედ, კვერცხი პროდუქტია, რომლითაც უამრავი კერძის და დესერტის მოსამზადება შეიძლება.
მაგრამ, ვინმეს თუ უცდია, მისი ნაჭუჭით შეწვა? ალბათ, არავის და ამ კითხვის დასმის შემდეგ, ექსპერიმენტის ჩატარების სურვილი რომ არ გაგიჩნდეთ, აქვე გეტყვით მის სავარაუდო შედეგს: საშუალო ცეცხლზე, 12 წუთის მანძილზე შეწვის და წყალში გაგრილების შემდეგ, კვერცხი სანახევროდ თოხლო იქნება, – საშუალო, მაგრად მოხარშულ და თოხლო კვერცხს შორის. უფრო სწორედ, მისი ერთი ნაწილი მაგრად იქნება მოხარშული, მეორე – არც ისე.
ასე, რომ, კვერცხის ამ მეთოდით მოსამზადებლად, 12 წუთი სავსებით საკმარისია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტის გარეშე, კვერცხის ნაჭუჭიანად შესაწვავად, ყველა სახის ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფის გამოყენება არ შეიძლება და ამიტომ, ჭურჭელი რომ არ გააფუჭდეს, მასში ცოტა ზეთი აუცილებლად უნდა ჩაასხათ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორედ! არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ კულინარიაში, კვერცხის მოხარშვა, ყველაზე ადვილი პროცესია, თუმცა პროფესიონალი მზარეულები ასე არ თვლიან. ხშირ შემთხვევაში, მოხარშული კვერცხის ცილა მეტისმეტად ელასტიური გამოდის, ხოლო გული – მშრალი. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:
1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები 2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით 3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში 4. მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ 5. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ
1915 6-ს მოსწონს
|