x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
“იმედი”-ს ახალ პრომოში ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს” დასცინიან (ვიდეო)
image


ქართულმა ტელეარხებმა ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყეს. ეთერში ჩაეშვა ახალი პროექტები თუ მეგა-შოუები. ნაწილს მაყურებელი სულ მალე იხილავს. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გადაცემების მოკლე ანონსები სატელევიზიო სივრცეში შესაბამის არხებზე უკვე ტრიალებს. ამასთან, სულ ახლახან ეთერში გამოჩნდა ძალზე უცნაური, სახალისო ახალი სატელევიზიო პრომო, სადაც ნიკა გვარამია და მისი ახალი არხია გაშარჟებული.


ტელეკომპანია “იმედი”-ს ახალ პრომოში ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს” დასცინიან. ვიდეოში ნაჩვენებია სწრაფმავალი მატარებელი :”იმედი”-ს ლოგოთი და ნიკა გვარამიას პროტოტიპი, რომელიც ამორტიზებულ სალიანდაგო ურიკას ქათმებთან ერთად მიათრევს და აწერია “ფეიკ-ნიუსი, ანუ ყალბი ამბები”.


აშკარაა, რომ ორი არხის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. მანამდე სატელევიზიო ეთერებში ორივე არხი ერთმანეთის კრიტიკით არაერთხელ დაკავებულა. თუმცა, ახსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, სატელევიზიო მთვლელებით „იმედს“ 26%-იანი ყურებადობა აქვს, „მთავარ არხს“ კი 12%



გთავაზობთ ვიდეო რგოლს


0
1361
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0