მსოფლიო პოლიტიკაში არ შეიძლება ულამაზო ქალები იყვნენ-გაიცანით პარლამენტარი ალექსანდრა გროზდანოვიჩი 2020, 10 სექტემბერი, 16:49 25 წლის ქერა ლამაზმანი ალექსანდრა გროზდანოვიჩი, რომელსაც უკვე უწოდეს "სერბი ბარბი" თვლის, რომ ქალი პოლიტიკოსი არ შეიძლება ულამაზო იყოს. გოგონა ცოტა ხნის წინ გახდა სერბეთის პარლამენტის ახალი წევრი სოციალისტური პარტიიდან, რომელშიც 18 წლის ასაკში გაწევრიანდა. ალექსანდრას თქმით, მას სურს გააუმჯობესოს თანამოქალაქეების ცხოვრება. ახალგაზრდა პოლიტიკოსი პატივს სცემს სერბეთისა და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, ხოლო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი მისი კუმირია.გოგონა მას "სერბეთის ყველაზე ჭკვიან პოლიტიკოსს" უწოდებს. ახლად არჩეული დეპუტატი ცდილობს უგულებელყოს მის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი და გაქილიკება. გოგონას გარეგნობა მრავალ მოდელს და ცნობად სახეს შეშურდება, ალექსანდრა განათლებით იურისტია, ხოლო სოციალისტურ პარტიაში მისი მოხვედრა შემთხვევითი არ არის, ეს არის ოჯახური ტრადიცია .ალექსანდრა სრულად იზიარებს თავისი პარტიის თავმჯდომარის ყველა შეხედულებას, კარგად ეწყობა მას და უყვარს გერმანული მანქანის მართვა. კოლეგები მასზე ხუმრობენ, რომ იგი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს სერბი ოლიგარქებისთვის და სერბეთის მაფიისთვის. "სერბი ბარბი" სიამოვნებით იზიარებს საკუთარ ფოტოებს ინსტაგრამზე, სადაც 109 ათასი გამოწერი ჰყავს. 634 3-ს მოსწონს
|