კინო 22 სრულმეტრაჟიანი მულტფილმი, რომლებმაც „ოსკარის“ პრემია აიღეს 2020, 10 სექტემბერი, 15:55 „ოსკარზე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაცია სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წელს გამოჩნდა. აქამდე მულტფილმებს შეეძლოთ ფილმებთან სხვა კატეგორიებში შეჯიბრი ან სპეციალური ჯილდოს მიღება.
1. ფიფქია და 7 ჯუჯა
უოლტ დისნეიმ ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა, წამში დახატული კადრების რაოდენობა გაზარდა. ამასთან დაამტკიცა, რომ ბავშვებისთვის საინტერესო იქნება მულტფილმი, რომელიც 1, 5 საათი გრძელდება. იმ დროისთვის უზარმაზარმა ინვესტიციამ, მილიონნახევარმა დოლარმა შესანიშნავად გაამართლა.
2. ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა ფილმში დღევანდელი სტანდარტებითაც კი დიდი ინვესტიცია, 70 მლნ დოლარი ჩადეს, მაგრამ კიდევ უფრო რთული იყო სხვადასხვა სტუდიებთან თანამშრომლობაზე შეთანხმება. თუმცა ავტორმა ეს მოახერხა, ამიტომ კადრში შეგიძლიათ იხილოთ გმირები Disney-ს, Warner Bros.-ის, MGM-ის, Paramount-ის და Universal-ის სტუდიებიდან. ჩადებული ინვესტიცია გამართლდა და შემდეგ ოსკარის 6 კატეგორიაში ნომინირებული იყო. ფილმმა სამი ოსკარი აიღო. 3. სათამაშოების ისტორია სტუდია Pixar-ის სადებიუტო პროექტი ანიმაციის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. „სათამაშოების ისტორია“ ხომ პირველი 3D მულტფილმია, რომელიც მთლიანად კომპიუტერზე შექმნეს. ამასთან ავტორებმა გაბედეს დისნეის ტიპიური პრინცესებისა და სავალდებულო მუსიკალურ ნომრებისთვის თავი აერიდებინათ და სურათი როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის საინტერესო გაეხადათ. 4. შრეკი Dreamworks Pictures-ის მულტფილმი გახდა ოსკარის პირველი გამარჯვებული ახალ კატეგორიაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“, რომელიც 2002 წელს იქნა წარდგენილი. ირონიული ამბავი ბევრ ზღაპრულ პერსონაჟს აერთიანებს, რომლებიც ხშირად კლასიკურ იმიჯს ეწინააღმდეგება. გასაკვირი არაა, რომ მთავარი გმირი არა რაინდი ან პრინცი, არამედ გოლიათია. 5. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი კომპიუტერული ანიმაციის მზარდი განვითარების ფონზე ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის კლასიკურმა მულტფილმმა მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა. ეს იაპონიის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროექტი გახდა და მთელ მსოფლიოში პოპულარობა მოიპოვა. 6. ნემოს ძიებაში Pixar-ის ანიმატორებმა ამ მულტფილმის შექმნას დეტალურად მიუდგნენ. ისინი დაივინგით იყვნენ დაკავებულნი, დიდ ბარიერულ რიფს ათვალიერებდნენ და თევზის ფიზიოლოგიის კურსის გასაგებად იხტიოლოგიის კურსები გაიარეს. 7. ყველაზე მაგრები Pixar-მა პირველად გადაწყვიტა მულტფილმის გადაღება, სადაც ყველა მთავარი პერსონაჟი ადამიანი იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ ახალმა ნამუშევარმა ასაკობრივი შეზღუდვა PG (სასურველია, მშობლებთან ერთად ყურება) მიიღო, ის წლის მეოთხე ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროექტი გახდა. 8. უოლესი და გრომიტი მაქცია–კურდღლის წყევლა კურდღლის წყევლა ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი გახდა. ოსკარზე მულტფილმა მიაძაკის ახალ ნამუშევარს „მოსიარულე კოშკი“ და ტიმ ბარტონის „პატარძალი–გვამი“ აჯობა. 9. მოკურცხლე სტუდია Warners Bros.-მა ეცადე ნამდვილი მიუზიკლი გადაეღო. სცენების უმეტესობა რეალური მოცეკვავეების მოძრაობით მიხედვით დახატეს. ხოლო მუსიკალური პარტიები შეასრულეს მიუზიკლის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიცაა ნიკოლ კიდმანი და ჰიუ ჯეკმანი. 10. რატატუი ანიმატორებმა გადაწყვიტეს მაყურებლები სრულად ატმოსფეროში ჩაეფლოთ. ისინი პარიზში გაემგზავრნენ და არა მხოლოდ ქალაქის ქუჩები, არამედ კანალიზაციაც შეისწავლეს. გარდა ამისა, რესტორან „ფრანგულ სამრეცხაოში“ შეფმზარეულთან, ტომას კელერთან მუშაობდნენ და სწავლობდნენ. ასევე ვირთხების სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეს და მღრღნელების ქცევას დააკვირდნენ, რომ რემის შეძლებისდაგვარად სარწმუნოდ ემოძრავა. 11. უოლ–ი უოლი არა მხოლოდ გასართობი მულტფილმია, არამედ ეხება ისეთ სერიოზულ თემებს, როგორიცაა ნაგვის გადამუშავება და გარემოს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. ოსკარზე არა მხოლოდ საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის პრემია აიღო, არამედ ნომინირებული იყო კატეგორიაში „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“. სრულად შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში: ასევე დაგაინტერესებთ: 10 ძლიერი ფილმი, რომელიც მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი შეარჩია 14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება 170 2-ს მოსწონს |