x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
COVID-19 -სგან გამოწვეული ზარალი 35 ტრილიონ დოლარად შეფასდა
image

როდესაც წლის ბოლოს ვუახლოვდებით, გაურკვევლობა იზრდება ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრების მრავალ სფეროში: ეს არის ერთდროულად დასაქმების ზრდის პოტენციური შენელება შრომით ბაზარზე, სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების ფინანსური დახმარების ამოწურვა, საბანკო სესხების მორატორიუმების დასრულება და რა თქმა უნდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ხელმისაწვდომი ვაქცინის პოვნა.წერს Bloomberg-ი.




კორონავირუსის კრიზისის დაწყების შემდეგ, განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარი გამოყვეს გაჩერებული ეკონომიკის მხარდასაჭერად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი შეძლებისდაგვარად საწყის წერტილზე დაბრუნება.თუმცა ახლა დგება მომენტი, როდესაც ეს იმპულსი დაიწყებს შენელებას.


COVID-19 შესაძლო ახალი ტალღა ცივი ამინდის დაწყებისთანავე და მისი სწრაფი გავრცელება, ეკონომიკის გლობალურ გაჯანსაღებას ხელს შეუშლის, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი კონკრეტული პრობლემა, როგორიცაა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მზარდი დაძაბულობა, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე გართულებები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიძლება მოყვეს. ყველა ეს რისკი ახლა უნდა იქნას განხილული.




მთავრობების თავდაპირველმა დახმარებამ სასარგებლო შედეგი გამოიღო და გარკვეულწილად გამოაჯანსაღა სიტუაცია- ალბათ იმიტომ, რომ ეს იყო ყველაზე მარტივი გამოსავალი. ამის შემდეგ, გრძელი და ძვირადღირებული სამუშაოა ჩასატარებელი: საჭიროა საწარმოების აღჭურვა, რესურსების გადანაწილება და თანამშრომლების გადამზადება იმ ინდუსტრიებში, რომლებიც აღარ არის სიცოცხლისუნარიანი და მომგებიანი.


სამწუხაროდ ყველა საწარმოს(ყველაზე მსხვილსაც კი) არა აქვს ამის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს რენტაბელობა.


მაგალითად, ლოგისტიკური გიგანტი Moller-Maersk გეგმავს რეკონსტრუქციას, რის შედგეადაც სამწუხაროდ მის ათასობით თანამშრომელს სამსახურის დაკარგვა ემუქრება. Ford Motor Co.-მ დაახლოებით 5% -ით შემაცირა მუშახელი, ხოლო ავიაკომპანია United Airlines Holdings Inc. გაათავისუფლებს 16 ათას მუშაკს ფრენების შემცირების გამო.


რაც შეეხება ევროპაში არსებულ ვითარებას, იქაც ბიზნეს საქმიანობა თანდათან იკლებს, რადგან ქარხნები ცდილობენ ხარჯები მინიმუმამდე მიიყვანონ შემცირებული მოთხოვნების, მოგების შემცირების და დეფლაციის ფონზე. საფრანგეთისა და გერმანიის საწარმოების მუშები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მაგრამ ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელია მილიონობით ადამიანის გათავისუფლება სამსახურიდან.



უკეთესი ვითარება არ არის მსოფლიოს სხვა ნაწილშიც - მაგალითად ჩინეთში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა კონტროლი დამყარდა COVID-19– ზე და მრეწველობაც გამოცოცხლდა, მომხმარებელს მაინც არ სურს ფულის დახარჯვა, ქვეყნის უდიდესმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოხდა მოგების მაქსიმალური შემცირება, რადგან ადამიანების მასობრივად სამსახურიდან დათხოვნის გამო, ვეღარ იბრუნებენ კრედიტებს, ფაქტობრივად გაცემული სესხები დაკარგულია.


ცალკე გამოსაყოფია შვედეთი, ამ ქვეყანამ ერთადერთმა უარი განაცხადა კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარი და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება, მართალია ისეთი ეკონომიკური ზარალი არ ნახა, როგორც ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ(მხოლოდ 7%), თუმცა ეს ყველაფერი მრავალი დაღუპულის ხარჯზე მოხდა, შვედეთს COVID-19 -ით გარდაცვლილებით 1მლნ. კაცზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილი უკავია მსოფლიოში.


ამრიგად "ყველას ყურადღება ვაქცინაზეა მიმართული", თუმცა როგორც ბრუკინგისა და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომელმა უორვიკ მაკკიბინმა განაცხადა, მის(ვაქცინას) შემუშავებას დრო სჭირდება, ხელმისაწვდომი რომ იყოს მსოფლიო მასშტაბით. თავად ვირუსმა კი შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზარალი, დაახლოებით 35 ტრილიონი დოლარი.

0
57
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0