სხვა საინტერესო და სახალისო ფაქტები საბჭოთა წარსულიდან 2020, 7 სექტემბერი, 12:00 უინსტონ ჩერჩილს ძალიან უყვარდა 50 გრადუსიანი სომხური კონიაკი "დვინი" . ერთ დღეს პრემიერ მინისტრმა აღმოაჩინა, რომ "დვინმა" დაკარგა უწინდელი გემო. მან ამის გამო სტალინის შესჩივლა . აღმოჩნდა, რომ ოსტატი მარგარ სედრაკიანი, რომელიც "დვინის" მთავრი ტექნოლოგი იყო, ციმბირში გადაასახლეს. იგი დააბრუნეს და პარტიაშიც აღადგინეს. ჩერჩილმა კვლავ დაიწყო საყვარელი კონიაკის დალევა, მოგვიანებით კი სედრაკიანს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
თუმცა წიგნის ავტორმა Armenian Food: Fact, Fiction & Folklore ამ ფაქტის დამადასტურებელ ვერცერთ დოკუმენტს ვერ მიაგნო, ვერც ჩერჩილის მემუარებში, ვერც მიქოიანის და ამ ფაქტს არ ადასტურებს თავად სედრაკიანის შვილიც, სავარაუდოდ უფრო ლეგენდაა, რაც ნამდვილად დადასტურებულად შეიძლება თქვას, ისაა, რომ ჩერჩილმა, რომელსაც ძალიან უყვარდა კონიაკი მართლაც დალია "დვინი"თეირანის კონფერენციაზე.
![]() ლეონიდ გაიდაი ჯარში გაიწვიეს 1942 წელს, მსახურობდა მონღოლეთში, სადაც მან ცხენებს აგროვებდა ფრონტისთვის. ერთხელ იგი მივიდა ქვედანაყოფში, რათა მორიგი ნაკადი შეევსო მოქმედი ფრონტისთვის, კომისრის კითხვაზე: "ვინ არის არტილერიაში?" - გაიდაიმ უპასუხა: - მე! ”ვინ არის ცხენოსან ჯარში?”, გაიდაიმ უპასუხა-მე! ”ფლოტში?”, ”დაზვერვაში?”, ყველაფერზე გაიდაი პასუხობდა მე, მე!რამაც უფროსის გაბრაზება გამოიწვია. - მოიცადე რა გაიდაი, !- დაუყვირა სამხედრო კომისარმა, - მაცალე სია წავიკითხო! გეცნოთ სიუჟეტი? დიახ, რეჟისორმა ეს ცხოვრებისეული ეპიზოდი მოარგო ფილმს "ოპერაცია «Ы» და შურიკის სხვა თავგადასავლები." ![]() 1959 წელს მოსკოვში ჩატარდა ამერიკის ეროვნული გამოფენა, სადაც ხრუშჩოვს შესთავაზეს "პეპსი-კოლას" გასინჯვა. ის დათანხმდა და უნებლიედ გახდა კომპანიის სარეკლამო სახე. მეორე დღეს მსოფლიოს გაზეთებში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც საბჭოთა კავშირის ლიდერი პეპსის სვამს.ტრიუკმა გაამართლა, პეპსი კონკურენტ "კოკა-კოლაზე" 2, 5 ნაკლები იყიდებოდა, ამის შემდეგ პეპსის იმ პედიოდში გაყიდვებმა თითქმის 2-ჯერ მოიმატა. ![]() 1945 წელს საბჭოთა სკოლის მოსწავლეებმა ამერიკის ელჩს გადასცეს ძვირფასი ხისგან დამზადებული პანელი, რომელზეც გამოსახული იყო შეერთებული შტატების გერბი. არც მოსწავლეებმა და რა თქმა არც ელჩმა არ იცოდა, რომ პანელში ჩამონტაჟებული იყო მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც დაამზადა ლევ ტერმენმა. "ჟუჩოკი" იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა ვერაფერი შენიშნეს და საბჭოთა დაზვერვა თითქმის 8 წლის განმავლობაში უსმენდა საუბრებს ელჩის კაბინეტში. აღმოჩენის შემდეგ, მოწყობილობა გაეროს წარუდგინეს, როგორც სსრკ-ს სადაზვერვო საქმიანობის მტკიცებულება, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი საიდუმლოდ დარჩა წლების განმავლობაში. ![]() ვასილი სოლოვიოვ-სედოიმ ერთხელ ცნობილ ქართველ კომპოზიტორს ვანო მურადელს უთხრა: - ვანო, შენ არ ხარ კომპოზიტორი. - რატომ არ ვარ კომპოზიტორი ვასია? - იმიტომ, რომ შენი გვარი მურადელია. "მი" -ს ნაცვლად გაქვთ "მუ", "რე" -ს ნაცვლად - "რა", "დო" -ს ნაცვლად - "დე", "ლა" -ს ნაცვლად - "ლი". ვანო, ნოტებს ვერ ამთხვევ რა!" ![]() ![]() 1962 წლის მსოფლიო თასზე, სსრკ ნაკრები შეხვდა ურუგვაის გუნდს და როდესაც ანგარიში იყო 1: 1, საბჭოთა ფეხბურთელის, ჩისლენკოს დარტყმის შემდეგ, ბურთმა გარედან გაარღვია გვერდითი ბადე და კარში გავიდა. მსაჯმა ვერ დაინახა ეს ეპიზოდი და გოლი ჩათვალა, მაგრამ საბჭოთა კავშირის გუნდის კაპიტანი, იგორ ნეტო საკმაოდ პატიოსნად მოიქცა და ჟესტებით აუხსნა მსაჯს, რომ გოლი არასწორად იყო გატანილი. საბოლოოდ ეს გოლი გაუქმდა, საბჭოთა ფეხბურთელებმა კი კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და მატჩი მაინც მოიგეს. ![]() ![]() როდესაც ძაღლი "ლაიკა" კოსმოსში გაგზავნეს, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ იგი მოკვდებოდა. მალევე "გაერომ" მიიღო წერილი მისისიპიდან, რომელსაც ქალთა ჯგუფი აწერდა ხელს . ისინი ითხოვდნენ სსრკ-ში ძაღლების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების მკაცრად დაგმობას და იქვე შემხვედრი წინადადებით გამოდიოდნენ: თუ მეცნიერების განვითარებისათვის საჭიროა ცოცხალი არსების კოსმოსში გაგზავნა, ჩვენს ქალაქში ამისთვის უამრავი... ზანგიაო. ![]() ჯანსუღ ჩარკვიანი სომხეთში იყო საღამოს ჩასატარებლად .ერთი ადგილობრივი პოეტი ჯანსუღს თურმე გადაეკიდა:-მართალია რომ აშოტ რუსთაველი სომეხი იყოო?- ჩარკვიანს უმალ უპასუხია: -კი მართალიაო, თუმცა ისე ეზიზღებოდა მშობლიური ენა, გადაწყვიტა ქართულად დაეწერაო-როგორც ბატონი ჯანსუღი იხსენებს, იმ სომეხ პოეტს თურმე იქ ყოფნის პერიოდში ხმა აღარ გაუცია მისთვის. ![]() 472 5-ს მოსწონს
|