საქართველო სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი 2020, 5 სექტემბერი, 13:43 "1240 წლიდან მოყოლებული 540 წლის მანძილზე ქართველები გემუდარებოდით უყურადღებოდ არ მიგეტოვებინათ აღმოსავლეთში ქრისტიანობის უკანასკნელი ბურჯი. უთქვენოდ და თქვენს სახეიროდ მოვიგერიეთ თემურ ლენგი, გადავურჩით მონღოლობას, ყიზილბაშობას და ოსმალობას. საუკუნეების მანძილზე ვმფარველობდით იერუსალიმის სიწმინდეებს, თქვენგან შემწეობა არ ჩანდა. ბოლოს ერთადერთს გთხოვდით, საერთაშორისო დონეზე სიტყვიერ და დიპლომატიურ მხარდაჭერას. ფულს და ჯარს ვინ ჩივის, ჩვენთვის სიტყვაც კი არ გაიმეტეთ. ოდნავი გულისხმიერება რომ გამოგეჩინათ, რუსულ ოკუპაციას გადავურჩებოდით. თქვენი ეგოიზმითა და ჩვენს პოლიტიკოსთა ბედოვლათობით ისარგებლა რუსეთმა და 1783 წლიდან საქართველოს ოკუპაცია-ანექსია დაიწყო, რაც მხოლოდ 1867 წელს დასრულდა ოდიშის სამთავროს ანექსიით. არც ამჯერად გაგირყევიათ ხელი და ხმა არ ამოგიღიათ ქართველთა დაპყრობა-გენოციდზე. რუსეთისგან დაპყრობილ და სასოწარკვეთილ, მშობლიურ ენაზე ლოცვააკრძალულ, გამარქსისტებულ რუსულ-ქართულ წიაღში კი სტალინი იშვა, რომელმაც ნახევარი ევროპა გადახნა და ბერლინი თავზე დაგალეწათ. სტალინის ფენომენი საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა, ხოლო თქვენ რომ ოდნავ სოლიდარულნი ყოფილიყავით თქვენსავით ქრისტიანი და ქრისტესავით ჯვარცმული საქართველოს მიმართ, რუსეთი ვერასდროს გადმოლახავდა კავკასიის ქედს. შესაბამისად, სტალინიზმი თქვენი ფსევდო-შეშფოთებული ეგოისტური ინფანტილიზმის ნაყოფია. დღეს რუსეთთან ნაომარი, სტალინის ძეგლის დამანგრეველი, სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქართველობა ისევ მეგობრობას, "ნატო"-ში გაწევრიანებას გევედრებათ, რათა ფეხზე დავდგეთ და ევროპულ ქრისტიანულ, ლიბერალურ სამყაროს ღერძად ვიქცეთ ევრაზიის გეოპოლიტიკურ ცენტრში. ისევ ხელს გვკრავთ და ისევ გზას უხსნით რუსულ ოკუპაციას. რუსეთის წიაღში კი საქართველო რუსთველსა და სულხან-საბას ვერ დაბადებს. რუსეთის წიაღში ქართული გენეტიკა ბერიებსა და სტალინებს ბადებს. და თუ საქართველო თქვენი უჯიგრობის წყალობით კვლავაც დაეცა, ახი იქნება თქვენზე არქი-სტალინი, რომელიც მხოლოდ ბერლინით აღარ დაკმაყოფილდება და მთლიანად გადაგხნავთ! თუმცა ამ წერილს რა აზრი აქვს, თქვენ ხომ ქართული არ გესმით..." პროფესორი, ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი. 2014 წ. კრებულები:1. პროტო-ქართული ტომები2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე788 2-ს მოსწონს |
რისთვის იბრძოდა ზვიად გამსახურდია, რატომ უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა ასე ძალიან და რა გეოპოლიტიკური წონა აქვს საქართველოს, რად შეგვიძლია ვიქცეთ და რატომ გვებრძვის რუსეთი ასე გამწარებული?
საქართველო არის ევრაზიის გეოპოლიტიკური ცენტრი და კვანძი. ჩვენ შეგვიძლია ვიქცეთ რუსეთის გეოპოლიტიკურ ალტერნატივად და გავხდეთ ბიზნეს და კულტურული ჰაბი. ეს თუ მოხდა, დაიწყება ისეთი პროცესები, რასაც დასავლური სისტემის რუსეთში შესვლა და ბოლომდე ფეხის მოკიდება ჰქვია, რაც საბოლოოდ დაასრულებს რუსულ იმპერიულ მოდელს და დაუქვემდებარებს ამ ქვეყანას ახალ მსოფლიო წესრიგს და დასავლურ კულტურას, საქართველო კი პერიფერიული ქვეყნიდან გადაიქცევა ცენტრალურ ქვეყნად რაც ყოველთვის იყო და ბუნებრივად, გეოგრაფიულად არის, თუ ამ მდგომარეობის ხელოვნურად, უხეში ძალის ჩარევით შეცვლას და მის პერიფერიად გარდაქმნას არ ახდენს რომელიმე ჯოჯოხეთური ძალის მქონე სუპერსთეითი, როგორიც რუსეთია და რომელიც ამას აკეთებს უკვე მისი კავკასიაში შემოსვლის დღიდან დღემდე.
1453 წელს მოიშალა მსოფლიო გეოპოლიტიკური წყობა იმით, რომ თურქებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და ჩაკეტეს ბოსფორი. შეწყდა აბრეშუმის გზის არსებობა და ევროპა ვეღარ უკავშირდებოდა ჩინეთის და ინდოეთის ბაზრებს. დასავლეთ ევროპას ჰქონდა ერთადერთი გზა: დღეს იქნებოდა თუ ხვალ მუწევდა ომი კონსტანტინოპოლის გასათავისუფლად, რომ აღდგენილიყო აბრეშუმის გზა და ათასწლოვანი მსოფლიო წესრიგი. მაგრამ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ მათ აღმოაჩინეს ამერიკის ორი კონტინენტი, რომელიც ორ რუსეთზე უფრო დიდი ტერიტორიაა და ავსტრალია. ამ მიწების ათვისებით და საზღვაო ცივილიზაციის შექმნით ეგონათ რომ ახალ მსოფლიო წესრიგს დაამყარებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა იმიტომ, რომ დღემდე ორივე ამერიკაში ცხოვრობს მილიარდზე ცოტა მეტი ადამიანი. მსოფლიოს სიმძიმის ცენტრი ისევ ევრაზია-აფრიკა რჩება. ამ სივრცეზე ახალი კონტროლის მექანიზმის და ეკონომიკური ერთობით დამყარებული საერთო თამაშის წესების გარეშე არაფერი გამოვა.
თუმცა, თუ საქართველო შეძლებს და ჩამოყალიბდება ნამდვილ სახელმწიფოდ, გამართული ეკონომიკით, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და პენიტენციური სისტემით, ძლიერი ჯარით და რეალურად შედგება სახელმწიფოდ, მაშინ დასავლეთისთვის აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში ან უალტერნატივო იქნება, ან უფრო ცუდ შემთხვევაში სადივერსიფიკაციო, მაგრამ ჩვენ ორივე ძალიან გვაწყობს. ეს საქართველოს ნამდვილ წალკოტად აქცევს, ამ რეგიონს, რასაც სამხრეთ კავკასია ჰქვია, ძალიან განავითარებს. ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გავხდებით, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ რუსეთი ამას ბოლომდე შეეწინააღმდეგება მთელი თავისი სატანური ძალით.