კულტურა პაპარაცებმა ძლივს ამოიცნეს ამერიკელი მომღერალი,რადგან ფოტოშოპის და კოსმეტიკის გარეშე იგი სულ სხვანაირია 2020, 3 სექტემბერი, 15:58
36 წლის ამერიკელი მომღერალი ობრი ო'დეი განუწყვეტლივ უზიარებს თავის თაყვანისმცემლებს თამამი ფოტოებით და ვიდეოებით, რაც ჩანს მომღერლის სექსუალური, იდეალური ფიგურა . ამიტომ, ფანების დიდი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია, როდესაც ინტერნეტში პაპარაცების მიერ გადაღებული სურათები გამოჩნდა. მათივე ინფორმაციით, მომღერალი იმ დროს გამოიჭირეს როდესაც ძაღლს ასეირნობდა პალმ სპრინგსში. წერს News.com.
ობრის ეცვა ველოსიპედისტის შავი შორტი და შინდისფერი ბიუსტჰალტერი ხოლო, წელზე შავ-წითელი კუბოკრული პერანგი ჰქონდა შემოხვეული, თმას ხელი რომ არ შეეშალა, კიკინა ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიიპყრო ყურადღება ეს იყო ვარსკვლავის ლოტოს კოჭივით ფიგურა და კისრის სრული არარსებობა, რომელიც უზარმაზარი ლოყების ფონზე არც ჩანდა. მისი არცერთი თაყვანისმცემელი არ ელოდა კერპის ასეთ ტრანსფორმაციას.
თავად ობრი ო'დეიმ მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოახდინა ფოტოებზე, იგი ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი ის არ არის და მტკიცებულებად საცურაო კოსტიუმში ფოტო გადაიღო, სადაც თარიღია მითითებული (რომ ფოტო ახალია) მომღერალმა აღნიშნა, რომ მაკომპრომატებელი სურათები, მხოლოდ პიარია მის სახელზე, მასზე საერთოდ ის არ არის გამოსახული. ობრიმ აღნიშნა, რომ არც არასდროს მიაჩნდა, რომ მისი ფიგურა იდეალური ჰქონდა, მაგრამ მის მიმართ ამგვარმა ინსპირაციებმა აღაშფოთა იგი. მომღერალმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში ახლა ჩვევადაა დანერგილი დასცინონ ყველას გარეგნობის გამო, მაგრამ მის შემთხვევაში ეს ბრალდებები ახალ დონეზე გადავიდა. თუმცა მოკირიკიტე ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ობრის ეს ფოტომტკიცებულება ფოტოშოპითაა დამუშავებული. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, ობრი ო'დეი უპირველეს ყოვლისა ცნობილია როგორც გოგონათა ჯგუფის Danity Kane წევრი, რომელმაც უდიდეს წარმატებას 2000-იანი წლების შუა ხანებში მიაღწია, როდესაც "ბილბორდის" ჰიტ-აღლუმს სათავეში მოექცა, Danity Kane -სა და მის მენტორ პაფ. დედისთან უთანხმოების შემდეგ, 2008 წელს იგი ჯგუფიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯგუფს ხელახლა დაუბრუნდა 2013 წელს. ობრი ო'დეი ამის გარდა არის ტელეწამყვანი, ამასთანავე პოზიორობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორიცაა Blender და Playboy, . 2011 წელს მან ხელი მოაწერა სოლო გარიგებას SRC / Universal Motown Records– თან და 2013 წელს გამოუშვა სადებიუტო მინი ალბომი "Between Two Evils", რომელმაც "ბილბორდის" Top Heatseekers-ში მე-3 ადგილი დაიკავა. . 1003 5-ს მოსწონს
|