x
image
alex999
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

ძაღლი, კატა და თევზი... ამ არსებების გარდა ფრინველებიც ყველაზე მოთხოვნადებს შორის არიან. თუ გინდათ, რომ ფრინველი მოიშინაუროთ, საკმარისია გადაიხადოთ შესაბამისი თანხა ამა თუ იმ ფრინველზე, რადგან დღეს ყველაფერი უკვე გამარტივებულია. თუმცა არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომლის შეძენა დიდ ფუფუნებასთან არის დაკავშირებული. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 5 ფრინველს...


image







1. ფლამინგო

image


ფლამინგო ბუნების ნამდვილი სასწაულია. ვარდისფერ წყლის ფრინველებს, გრძელი და სუსტი ფეხები, გრძელი მოხრილი კისერი და ვარდისფერი ბუმბული აქვთ. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ის არის, რომ მას აქვს მოხრილი ნისკარტი, რომელიც ამ ფრინველს ეხმარება წყლიდან და ტალახიდან საკვების ამოღებაში. ერთ კონკრეტულ გარემოში მილიონზე მეტი ფლამინგო ბინადრობს, მათი ფასი 1000 - 2000 დოლარამდე იცვლება.






2. ფარშევანგი

image


ფარშევანგები ცნობილები არიან თავიანთი ლამაზი კუდით. მამრებს დაწყვილების პერიოდში კუდი ეშლებათ და თვალისმომჭრელ სილამაზეს გვთავაზობენ. მდედრ ფარშევანგს აქვს ნათელი მწვანე კისერი და ყავისფერი ან ნაცრისფერი ტონის სხეული. არსებობენ კიდევ თეთრი ფერის ფარშევანგებიც, რომლებიც მუტაციის შედეგად გაჩნდნენ ჩვენს პლანეტაზე. ამ ულამაზესი ფრინველის ფასი 1300-3000 დოლარამდე იცვლება.






3. მტრედი

image


ზოგიერთი ადამიანის აზრით, მტრედი ბევრად მეტია, ვიდრე ჩიტი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, მტრედის მოყვარულთა უამრავი წარმომადგენელია. მტრედებს ყოველთვის ყიდულობენ, მიუხედავად მათი ფასების ცვლილებისა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მტრედი სახელად "არმანდო" ჩინელმა ბიზნესმენმა იყიდა. "ფოსტის მტრედი" და ასევე მსოფლიო ჩემპიონი "არმანდო" 5 წლის ასაკში 1.25 მილიონ დოლარად გაიყიდა.






4. ტუკანი


image


ტუკანებს პრიალა ბუმბული და ფერადი ნისკარტი აქვთ. ამ თუთიყუშის სახეობის წარმომადგენლის ნისკარტი თითქმის მის სხეულს უტოლდება, ტუკანების სამშობლო მექსიკაა... კერძოდ სამხრეთ ნაწილში ბინადრობენ. ამ ეგზოტიკური ფრინველის ფასი 8000 დოლარიდან იწყება.





5. პალმის კაკადუ

image


პალმის კაკადუ ყველაზე დიდია კაკადუს წარმომადგენლებიდან და ასევე ყველაზე მსხვილი ნისკარტის მქონდე თუთიყუშია. ეს მარტოხელა ფრინველები ბინადრობენ ავსტრალიის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ახალ გვინეასა და კუნძულ არუზე. ამ ფრინველის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისაა, რომ გაბრაზების ან კიდევ აღელვების მომენტში მისი წითელი წერტილი ცისფერი ხდება, სიმაღლეში 75 სანტიმეტრამდე იზრდებიან. პალმის კაკადუს ფასი 16 000 დოლარიდან იწყება.






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



7 დაუჯერებელი გარეგნობის ქალბატონი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

image




4 ყველაზე საშიში ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება

image




დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე!

image




17 ახალი კადრი ავსტრალიიდან, რომელიც ქვეყნის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ გვიჩვენებს!

image




ისინი არ ბერდებიან - 7 ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდებს არაფრით ჩამორჩებიან!

image




ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

image




7 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიაში!

image









0
1462
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0