x
მეტი
  • 08.12.2021
  • სტატია:115482
  • ვიდეო:352855
  • სურათი:489379
4 ყველაზე საშიში ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 4 ყველაზე საშიშ ქიმურ ნივთიერებაზე, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება. რაც მთავარია ეს ნივთიერებები არ უნდა მოხვდეს არასწორი ადამიანების ხელში, რათა კაცობრიობის მომავალს საფრთხე არ შეექმნას.


image







1. ბოტულინის ტოქსინი

image


ეს არის ყველაზე საშიში ტოქსინი დედამიწაზე. ორი ჩაის კოვზი საკმარისია იმისთვის, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა საერთოდ გაანადგუროს. ხოლო ორი კილოგრამის შემთხვევაში შესაძლოა მთლიანად კაცობრიობის განადგურება. ბოტულინის ტოქსინი კლავს თავის მსხვერპლებს სუნთქვის დაბლოკვით. ეს არის ნეიროტოქსინი დამსახურება, რომელიც შედის ნერვულ სისტემაში და კლავს სასიცოცხლო ცილებს, რაც აჩერებს ნერვებსა და კუნთებს შორის კომუნიკაციას. კუნთების ხელახლა გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნერვული დაბოლოებების განვითარებით, რასაც თვეები სჭირდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ნივთიერება იყიდება და კილოგრამის ფასი 100 ტრილიონი დოლარია.





2. ფლუოროანტიმონის მჟავა

image

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მჟავა არის ფლუოროანტიმონის მჟავა. ეს მჟავა, რომელიც წყალთან შეხებისას ფეთქდება, 2-დან 1019 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გოგირდმჟავა. მას შეუძლია აბსოლუტურად ყველაფრის დადნობა და მუდმივად გამოყოფს ტოქსიკურ გაზს, ამიტომ უნდა ინახებოდეს სპეციალურ კონტეინერებში. ბოლოს დავამატებთ იმას, რომ ეს მჟავა თითქმის არაფერში გამოიყენება.






3. დიმეთილკადმიუმი

image


დიმეთილ კადმიუმი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, პირველად სინთეზირდა 1917 წელს გერმანელი ქიმიკოსის ერიხ კრაუზეს მიერ. თუ ამ ქიმიკატს გადაყლაპავთ, ტანზე წაისმევთ ან კიდევ ჩაისუნთქამთ, შხამი დაუყონებლივ გაეშურება თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებისკენ და დაიწყებს მის განაგურებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქიმიკატს ანტიდოტი გააჩნია, მაინც ცოტაა იმის შანსი, რომ სიკვდილს გადაურჩეთ.





4. აზიდოაზიდ აზიდი



image


მსოფლიოში ყველაზე ფეთქებად ნივთიერებას, ყველაზე უცნაური უცნაური სახელიც - აზიდოაზიდ აზიდი ( აქვს. იმისთვის რომ ავხსნათ, რატომაა AA ასეთი ფეთქებადი, ცოტა ქიმია უნდა მოვიშველიოთ:


აზოტი(N) ძალიან სოციოპათი ნივთიერებაა და არავის დანახვა არ უნდა, გარდა მეორე აზოტის ატომისა. ორი აზოტის კავშირი ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი კავშირია, მათი ელექტრონები ძალიან ძლიერ, სამმაგ ბმაში იმყოფებიან ერთმანეთთან. როდესაც აზოტის ორი ატომი მოლეკულაში ერთიანდება, გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია. აზიდოაზიდ აზიდში კი აზოტის 14 ატომია, რომლებიდანაც არცერთი მათგანი არ იმყოფება მეორესთან სამმაგ ბმაში. ამიტომაც, აზოტის ატომები ყველა მიზეზს ეძებენ, რომ მეორე ატომთან გაერთიანდნენ და როდესაც ვამბობთ - ყველას, იგულისხმება - აბსოლუტურად ყველა. ამ “მარტოხელა” აზოტის ატომების გამო, აზიდოაზიდ აზიდი იმდენად ფეთქებადია, იმდენად მგრძნობიარეა გარე გამაღიზიანებლების მიმართ, რომ შეუძლებელია გავზომოთ, თუ რამდენად მგრძნობიარეა. ანუ, ნებისმიერი მცდელობა, რომ გაიზომოს, თუ რამდენად ფეთქებადია ეს ნივთიერება, აფეთქებით მთავრდება.


აზიდოაზიდ აზიდი 2010 წელს გერმანელმა მეცნიერებმა, ამერიკელი სამხედროების დახმარებით მიიღეს.





































სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე!

image





7 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიაში!

image





ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ დიდი ისტორიის მქონდე 16 ემოციური ფოტო

image





უცნაურ კითხვაზე ლოგიკური პასუხი: არის თუ არა გადარჩენის შანსი ვეშაპმა რომ გადაგყლაპოთ?

image





ისინი არ ბერდებიან - 7 ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდებს არაფრით ჩამორჩებიან!

image

0
814
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
814
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0