სხვა რისთვის შენდება მილიონერების თავშესაფარი?! 2017, 7 თებერვალი, 8:06 ვირუსი, რომელიც ადამიანთა მოდგამას გაანადგურებს, ან კიდევ ატომური ომი, რომელიც ასევე კაცობრიობის არსებობას საფრთხეში ჩააგდებს. ამ მოსალოდნელი პრობლემებისგან თავის დასაღწევად და ნორმალური ცხოვრების გასაგრძელებლად, მილიონერთათვის შენდება სპეციალური თავშესაფარი, რომლის შეძენაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აშშ-ს კანზასის შტატში, ყოფილ სამხედრო ბუნკერში შენდება თავშესაფარი, რომლის თითოეული ნომრის ღირებულება 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ცნობილია, თავშესაფარის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება, ნომრების 95 % უკვე წინასწარ დაჯავშნულია. ტექოლოგიური საიტის, CNET -ის ცნობით, 1960 წელს, აშშ-ს სამხედრო ბუნკერად გამოყენებულ მიწისქვეშა საცხოვრებელი, შეიძინა სამშენებლო კომპანიამ. შეძენის მიზეზი იყო, თავშესაფარი, რომელიც მილიონერებისთვის აშენდებოდა მოსალოდნელ ბუნებრივი კატასტროფის, ვირუსის ან კიდევ ატომური ომის დროს, ცოცხლად გადარჩენისთვის. თავშესაფარის პირველი ნომერი 1, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა აქციის ფარგლებში. ხოლო ამის შემდეგ - 2, 2.3, 2.5 და 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. დარჩენილია მხოლოდ რამოდენიმე ნომერი, რომლის ფასიც სავარაუდოდ 4 და 7 მილიონ დოლარამდე იქნება. სამშნებლო კომპანიის მფლობელი, ლარი ჰოლის განცხადება: "ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, ჯერ არ არის თავშესაფარი ბოლომდე აშენებული და უკვე თითქმის ნომრები აღარ დაგვრჩა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დავიწყებთ სხვა პროექტებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიწისქვეშ ცხოვრება არ წარმოადგენს კომფორტს, თუმცა სიცოცხლის შენარჩუნება თუ გინდათ, სხვა გზა არ არის!!!" თავშესაფარის კედლების სისქე 2, 9 მეტრია, რომელიც საათში 800 კილომეტრის სიჩქარით მოძრავ ქარს უძლებს. ნომრების ფართობი 84 დან 196 კვადრატამდე იცვლება. გარდა ამისა თავშესაფარში შენახულია ყველა ნივთის და საკვები პროდუქტის 5 წლის მარაგი. საიდუმლო ტერიტორიაზე აშენებულ თავშესაფარში - კინოთეატრი, საცურაო აუზები, სპორტ-დარბაზები, პატარა საავადმყოფო და ორგანული საკვების წარმოების ცენტრიც გაშენებულია. წარმოგიდგენთ პირველ ფოტოებს, კანზასის მილიონერების თავშესაფრიდან...
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. საკვები, რომელიც თებერვალში უნდა მივირთვათ! 2. შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ? 3. იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ! 4. 7 საოცრება, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონებს გააჩნია 5. 6 არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც გაკვირვებულს დაგტოვებთ 6. შვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად... 7. როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი, ტელევიზორზე??? 8. ტექნოლოგიური მოწყობილობების გაწმენდის პრაქტიკული გზები!
2845 10-ს მოსწონს
|