სხვა არ იცით, როგორ ითხოვოთ ხელფასის მომატება? წაუგებელ ვარიანტს გთავაზობთ 2020, 7 სექტემბერი, 0:30 ადამიანებს ყოველთვის სურთ იმაზე მეტი ხელფასი, ვიდრე ამ მომენტში აქვთ, მაგრამ უფროსთან მოლაპარაკება ყველას არ შეუძლია. მოლაპარაკების საკმაოდ წაუგებელ ვარიანტს გთავაზობთ.
პირველი ნაბიჯი გადადგით ეს წესი ფასთან მიმართებაში ყოველთვის მოქმედებს და არა მხოლოდ. ის, ვინც იწყებს, სასურველ შედეგს ხშირად აღწევს. აქ ფსიქოლოგიური ეფექტი მოქმედებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ტვინს ამა თუ იმ ნივთის ღირებულების დასადგენად შედარებისთვის რაიმე ვარიანტზე დაყრდნობა სჭირდება. თუ ეს არ ხდება, განსაზღვრა რთული იქნება. ამიტომ სასურველი ხელფასი თამამად დაასახელეთ. პირველი შემხვედრი შემოთავაზება არ მიიღოთ თუ თქვენ ერთი ციფრი დაასახელეთ, უფროსმა კი მეორე, უფრო ნაკლები, რომელიც თქვენ არ გაწყობთ, არ დანებდეთ და დაუყონებლივ არ დათანხმდეთ. ეს კარგი ვარიანტი არაა. შემოთავაზებით უფროსი სიგნალს გაძლევთ: პრინციპში, არსებობს სურვილი და შესაძლებლობა ფულადი ანაზღაურების გაზრდის განსახილველად. კარგი ვარიანტი – გაოცდით და თქვენი აზრის დაცვა გააგრძელეთ. მოლაპარაკები წერილობით გამართეთ თუ პირველივე ჯერზე მოლაპარაკება არ შედგა, ურთიერთობა დისტანციურად გააგრძელეთ. ფსიქოლოგების აზრით, ეს მოლაპარაკების შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. როცა ადამიანები პირისპირ არ იმყოფებიან, საკითხზე კონცენტრირებას უფრო ახდენენ. ასე თქვენს არგუმენტებს უფროსს უფრო გააცნობთ. ის კი მეტად დაფიქრებას შეძლებს. ზუსტი ციფრები დაასახელეთ ის, ვინც კონკრეტულ ციფრს ასახელებს, უფრო თავდაჯერებულად და მომზადებულად გამოიყურება. ასე სიგნალს იძლევით, რომ ზუსტად იცით, თუ რა ღირს თქვენი შრომა. ასე ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებთ. ციფრები არ დაამრგვალოთ, მაგალითად, თქვით 950 ლარი და არა 1000 ლარი. ასე ხელფასი უფროსის მიერ უფრო ნაკლებად აღიქმება. თანამოსაუბრეს კარგი განწყობა შეუქმენით გამყიდველებმა ეს ხრიკა უკვე იციან: თქვენს პარტნიორს „დათანხმების განწყობა“ უნდა შეუქმნათ. ამისთვის საუკეთესო გზაა, მას რამდენჯერმე ათქმევინოთ „დიახ“. სწორედ ამიტომ, სანამ საუბარს დაიწყებთ, რამდენიმე უსაფრთხო კითხვა დაუსვით. მაგალითად: „შვებულების დროს ძალები კარგად აღიდგინეთ?“ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას კითხავთ. მთავარია, მან გიპასუხოთ „დიახ“. ასე ერთგვარ დაპროგრამებას ახდენთ, რომ ხელფასის გაზრდაზე დადებითად უპასუხოთ. თავდაჯერებული იყავით ბევრი ხელფასზე საუბარს ძალიან თავდაუჯერებელი იწყებს. ზოგი პატიებასაც კი ითხოვს, ამბობს, თუ თავს რამდენად უხერხულად გრძნობს, რომ არ იცის, ამ მომენტისთვის ამის შესაძლებლობა თუ არსებობს. ასე არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მოწყალებას არ ითხოვთ, თქვენ თქვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებაზე მოლაპარაკებას აწარმოებთ. თქვენ საკმაოდ თავდაჯერებული უნდა იყოთ. ამასთან აგრესიულად არ უნდა იმოქმედოთ. პაუზები გააკეთეთ დუმილი მოლაპარაკებების დროს დაფასებული არაა. ამას ბევრი უმკლავდება, მათ შორის უფროსებიც. და ეს თქვენი უპირატესობაა: როცა ხელფასზე მოლაპარაკებას დაიწყებთ, სასურველი ხელფასი ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაასახელეთ. მაგალითად, თქვით: „მსურს 15%–ით მეტი მივიღო“. ამის შემდეგ პაუზა გააკეთეთ. დაე, უფროსმა ეს ამბავი გადახარშოს და თქვენი შეუპოვრობა შეაფასოს. როცა გკითხავთ, ასე რატომ თვლით, თქვენი არგუმენტები მოიყვანეთ. ასევე დაგაინტერესებთ: ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი? ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია 447 2-ს მოსწონს |