x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თანამედროვე მაუგლი

ტიპ დეგრე (Tippi Degré) აფრიკაში, ველური ბუნების ფოტოგრაფების ოჯახში დაიბადა და მთელი ბავშვობა მეტად უჩვეულო გარემოში — აფრიკის უდაბნოში გაატარა. გოგონა ბევრ ველურ და მტაცებელ ცხოველს დაუმეგობრდა, რომელთა შორის იყო 28 წლის სპილო აბუ, ლეოპარდი J&B, ლომის ბოკვერი, ჟირაფი, ზებრა... და გველიც კი.

ნამიბია, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, იყო მისი სახლი, რამაც ტიპს ცხოველებთან და ადგილობრივ ტომებთან დაახლოვების საშუალება მისცა.


image


ბავშვის მშობლები ალან დეგრე და სილვია რობერტი შვილის ველურ ცხოველებთან ურთიერთობის მომენტებს წიგნებში და ფილმებში ასახავდნენ. 1998 წელს გამოიცა ფოტოალბომი «ტიპი აფრიკაში», რომელშიც გოგონას ცხოვრების და მისი ცხოველებთან თბილი ურთიერთობის შესახებ არის მოთხრობილი.

ველურ სამყაროსთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, არსებული საფრთხის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ გოგონას განსაცვიფრებელი ბავშვობა ჰქონდა. აქ კი, ზემოთ ხსენებული წიგნიდან, რამდენიმე ფოტოს და ბავშვის აფრიკაში ცხოვრების შესახებ, გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტს წარმოგიდგენთ.


imageimageimageimageimageimageimageimage



imageimageimage* რატომ იპარავენ მაიმუნები ლომის ბოკვერებს?
* დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა
* ცხოველი თქვით და... მათ ხანძრის დროს, მილიონობით სხვა ცხოველი გადაარჩინეს
* ორანგუტანმა ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდა
* ძუ ლომმა მაიმუნი მოკლა, მაგრამ მისი შვილი დაიცვა


0
623
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0