x
image
ლურჯი თოლია
რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი" "ფეისბუკის" სამსახურში
image
ახალი ადამიანის დაფრენდების მოტივად: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
რეაქცია ინბოქსში მოწერილზე “გავიცნოდ ლამასო" - “რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია".
როცა შლი ადამიანს, რომელსაც დაფრენდების დღიდან მოცემულ მომენტამდე არაფერი მოუწონებია და დაუკომენტარებია: “სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა".
ფაშისტურად, მიზოგინურად და ა.შ. ორიენტირებული ფრენდისათვის გამოწერის გაუქმებისას:
“საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისგან, მამაცისაგან".
როცა ადრესატი ინბოქსში მოწერილს დასინავს და ჯიბრით არ გპასუხობს:
"თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები!”
ყველას რომ ყველაფერს ულაიქებ:
“უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების".
არავის რომ არაფერს ულაიქებ:
“ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად".
როცა ვინმეს დაბლოკვას გადაწყვეტ დამსახურებულად:
“კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად".
ფრენდებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვას სთავაზობ:
“რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად".
როცა ფეისბუკის გაუქმებას გადაწყვეტ და ფრენდებს უბოდიშებ:
“აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!"
ავტორი: მაგდა აბესაძე
0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0