სხვა საინტერესო ფაქტები გალაკიონ ტაბიძეზე 2020, 9 თებერვალი, 21:12 პოეზიის მეფეს მზე და ზღვა განსაკუთრებულად უყვარდა. ამ სიყვარულზე საუბრობს ერთ-ერთ დიალოგში: “- მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი... მერე ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე… მერე ციდან ეშვება ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოსი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს. – ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? ....................... ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი “ლურჯა ცხენები” ვფიქრობ, ყველამ იცის. ალბათ ცოტა ვინმე თუ დაკვირვებია, რომ ამ ლექსის წაკითხვა, რამდენიმენაირად არის შესაძლებელი – ჩვეულებრივად, სტრიქონების გამოტოვებით და ლექსის მარცხენა და მარჯვენა ნახევრის გაყოფით. 905 5-ს მოსწონს
|