სხვა საიდუმლო ელენე დარიანის პიროვნების უკან და პაოლო იაშვილის იდუმალი სიყვარულის ამბავი. ვის ეკუთვნის დარიანული ციკლის ლექსები? 2019, 26 ნოემბერი, 14:53 ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც დარიანული ციკლის სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა ქალურ ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ელენე ბაქრაძე ძალიან არ მოსწონდათ პაოლოს ნათესავ-ახლობლებს, რადგან თავისი დროისთვის საკმაოდ ექსცენტრიული ქალი იყო და არა ტიპური ლეჩაქიანი მანდილოსანი, ამიტომ ცდილობდნენ ელენეს და პაოლოს კავშირის კვალი წაეშალათ, თითქოს ასეთ ადამიანს არც უარსებია პაოლოს ცხოვრებაში. დარიანული ლექსებიც თავისთავად პაოლოსი გამოჰყავდათ ამის გამო. სხვა მოსაზრებით პაოლო ერთ პოეტ ქალს უყვარდა. ეს ქალი იყო ნინო თარიშვილი და ამ ვერსიით, თარიშვილი იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან. თან როცა პაოლომ ელენე დარიანის ლექსები წაიკითხა მწერალთა კავშირიდან გააგდეს ლექსების ეროტიულობის გამო. ზუსტად იგივე მიზეზით არც თარიშვილს არ დაუბეჭდეს ლექსები. ამ ვერსიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ დარიანი არ იყო პოეტი და პაოლოს 14 ლექსი უბრალოდ მითვისებული აქვს, იმიტომ რომ მას ბაძავდა. დარიანული ლექსების ციკლის ელენე ბაქრაძის ავტორობა მართლაც პოპულარული მოსაზრებაა, თუმცა მკვლევართა უმრავლესობამ დამაჯერებლად უარყო ეს მითი. მაგრამ ამაზე ალბათ კიდევ ბევრს იკამათებენ. 481 1-ს მოსწონს
|