x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი-უნიკალური აქამდე უცნობი ფოტოქრონიკა პოლონეთიდან

image
უკრაინელმა ფოტოგრაფმა არტურ ბონდარმა ცოტა ხნის წინ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ონლაინ აუქციონზე იყიდა იშვიათი ფოტოსურათები, სადაც 1939 წლის სექტემბერში ნაცისტების მიერ პოლონეთის ოკუპაცია არის ასახული. (ოპერაცია ვაისი) .


როგორც ჩანს, პოლონეთში შეჭრის ეს ფოტოქრონიკა მესამე რაიხის ვერმახტის სარდლობის ოფიციალური კინოსტუდიასთან თანამშრომლობის შედეგი იყო, რადგან ნეგატივიების ყუთზე წარწერა დაემთხვა გებელსის რჩეულის, ნაცისტი კინორეჟისორის, ფრიც ჰიპლერის პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმის სათაურს: "Feldzug in Polen" ( "მსვლელობა პოლონეთში").


ფრიც ჰიპლერის შემდგომი ბედი ასე განვითარდა: რამდენიმე წლის შემდეგ სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდა გადაბმული ლოთობის გამო, გებელსმა იგი 1943 წელს ჩამოაქვეითა - მიზეზი ის იყო, რომ ერთგულმა ნაცისტმა ჰიპლერმა, რომელმაც გადაიღო სამარცხვინო ფილმი "მარადიული ებრაელი", დამალა თავისი დიდი ბებიის ებრაული წარმოშობა. ... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოფილმა ჰიტლერელმა რეჟისორმა ორი წელი გაატარა ინტერნირების ბანაკში, გერმანიის ოკუპირებულ ბრიტანულ ზონაში. თუმცა ყველა ამ მოვლენას ხელი არ შეუშლია მშვიდად ეცხოვრა ომისშემდგომ გერმანიაში: მან ნაცისტებთან თანამშრომლობა ახსნა იმით, რომ იგი უშუალო უფროსის, გებელსის ბრძანებებს ასრულებდა. ჰიპლერმა XXI საუკუნემდე მიაღწია და გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 2002 წელს, 92 წლის ასაკში.


ისევე როგორც ფილმში, მრავალ ფოტოზე პოლონეთზე თავდასხმა ასეა განმარტებული: ვერმახტის იძულებითი დახმარება ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური გერმანელებისათვის - ანუ "დაჩაგრული" ეროვნული უმცირესობისათვის.




სინამდვილეში, ჰიტლერი ეძებდა მხოლოდ პოლონეთზე თავდასხმის საბაბს, განსაკუთრებით 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების დადების შემდეგ (მოლოტოვი-რიბენტროპის პაქტი).


ჰიტლერმა, როდესაც ვერ იპოვა პოლონეთზე თავდასხმისთვის რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი აღმოსავლელ მეზობელზე ტერიტორიული პრეტენზიების წარდგენის შემდეგაც კი, ფიურერმა უხეში პროვოკაცია ჩაიფიქრა.


1939 წლის 31 აგვისტოს პოლონეთის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა SS ოფიცრებმა გერმანიის სასაზღვრო ქალაქ გლიავიცეში(ამჟამად პოლონეთის ქალაქი გლივიცე) შეუტიეს რადიოსადგურს (ოპერაცია "კონსერვები")


გლიავიცეს ინციდენტის მეორე დღეს ჰიტლერმა პოლონეთში შეჭრის შესახებ განცხადება გააკეთა. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც გაგრძელდა ექვსი წელი და ერთი დღე.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

1
771
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
771
  
2020, 1 სექტემბერი, 17:17
22 მილიონი ადამიანი (ან იქნებ მეტიც) შეეწირა სულით და ხორცით ავადმყოფის ამბიციებს((
0 1 1