![image](/uploads/article_images/small/4931345306206.jpg)
ცელულიტი - პრობლემა, რომელიც როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც აწუხებს. ჰოლივუდის ლამაზმანებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სწორედ თავიანთი სხეულის საშუალებით შოულობენ მილიონებს და თუ ეს სხეული არც ისე კარგ ფორმაშია, მაშინ..
ცელულიტის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ ცნობილ მსახიობს ჰოლი ბერის ეკუთვნის. მან გაამხილა, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ცელულიტს ჩვეულებრივი ყავის დახმარებით.
ანტიცელულიტური საშუალება, რომელსაც ჰოლი გვირჩევს საკმაოდ მარტივია. მსახიობი გვთავაზობს, რომ მოვადუღოთ გემრიელი ყავა, დავტკბეთ მისი არაჩვეულებრივი გემოთი და ნალექი, რომელიც ჭიქის ფსკერზე დარჩება, კი არ გადავღვაროთ, არამედ გადავიღოთ სპეციალურ თავდახურულ ჭურჭელში და შევინახოთ ერთი კვირის განმავლობაში. შაბათ-კვირას, როდესაც ანტიცელულიტური პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტთ ყავის ნალექს 1 ჩაის კოვზი ზეთი და თაფლი შეურიეთ და მზადაა!
თავიდან საჭიროა აბაზანის ან ცხელი პირსახოცის გამოყენებით გაახუროთ სასურველი ადგილები, შემდეგ წაისვათ მიღებული მასა და მსუბუქი მასაჟის საშუალებით მთელ ზედაპირზე გაანაწილოთ. შემდეგ შეიხვიოთ გამჭვირვალე პოლიეთილენით და დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე მწოლიარე მდგომარეობა შეინარჩუნოთ, ბოლოს ნალექი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
როგორ მოქმედებს ყავა ცელულიტის წინააღმდეგ? სპეციალისტები, რომლებმაც ეს მეთოდი შეისწავლეს ამბობენ, რომ კოფეინი ხელს უწყობს ქსოვილებში ნივთიერებათა მიმოცვლას, სკრაბის ეფექტი კი კანს უფრო მკვრივსა და გლუვს ხდის. ასე რომ, ყავის დახმარებით მართლაც შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ცელულიტს.