სხვა რატომ აკეთებენ ოპერაციას თავის ტვინზე ანასთეზიის გარეშე... და სხვა საინტერესო ფაქტები 2020, 11 სექტემბერი, 10:18 სკოლის კურსი ცოდნის გარკვეულ ბაზისს იძლევა, რომელშიც ჰუმანიტარული და ზუსტი მეცნიერების სფეროები თანაბარი ხარისხით არის დაბალანსებული. და თითქოს, ყველაფერი ვიცით... თუმცა შემდეგ, უკვე ზრდასრულობის ასაკში, ცხოვრბის მანძილზე, წვრილმანებს ვხვდებით, რომელიც მიღებული, ზოგადი განათლების ფარგოებში არ ჯდება. მაგ., ადამიანისთვის, ზოგადი ანასთეზიის გარეშე, ოპერაციის ჩატარება საშინელბათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ, თუ ეს ოპერაცია თავის ტვინზე ტარდება, საშიში არაფერია და შეიძლება, ამ დროს, პაციენტი კონტაქტური იყოს... ოპერაცია თავის ტვინზე ხშირ შემთხვევაში, ოპერაცია თავის ტვინზე ანასთეზიის გარეშე ტარდება. მიზეზი კი, ის არის, რომ ადამიანის ტვინი ტკივილს ვერ გრძნობს. ამიტომ, ოპერაციის დროს, მხოლოდ ტრეპანაციის ზონის გაყუჩება ხდება. პაციენტს კი, ოპერაციის დროს, შეუძლია ისაუბროს ან პატარა ზომის მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრას, თუ ამის სურვილი ექნება. მწვანე სისხლის მქონე ადამიანი აქ საუბარი უცხოპლანეტელებზე კი არა, მხოლოდ სისხლის ფერზე, რომელსაც ის, წყალქვეშ იღებს. უფრო სწორედ, ჩვენს მიერ ფერის აღქმაზეა. წყალი, ზედაპირიდან, უკვე 3 მ-ის სიღრმეზე, ფერის ფილტრის როლს ასრულებს: ასე., მაგ., 20 მეტრის სიღრმეზე, სისხლი ყავისფერი არის, ხოლო 40-50 მეტრზე — მწვანე. თოვლისგან გაკეთებულ სახლში არ ცივა «იგლუ» — თოვლის ქოხია, რომლის გაკეთება ესკიმოსს, დამოუკიდებლად, ერთ საათში შეუძლია. ბევრი ალბათ ფიქრობს, რომ მასში ძალიან ცივა, რადგან კედლები თოვლის აქვს. თუმცა, ეს ასე არ არის. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ის სახლისთვის მეტად უჩვეულო მასალით არის აგებული, მასში ცეცხლის დანთება და ჰაერის ტემპერატურის გათბობა +20 გრადუსამდე შეიძლება. მართალია, თბილი ჰაერი ზევით ადის და შეუძლია კედლების დნობა გამოიწვიოს, მაგრამ რეალურად, ეს არ ხდება, რადგან ამის გაკეთების საშუალებას ყინვა არ იძლევა. ზამთარში, კანადის ჩრდ. რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა, საშუალოდ, - 30-35°C -ია და ხან -50°C-მდეც ეცემა. * 12 ფაქტი ძველი მსოფლიოს ისტორიიდან, რომელიც სახელმძღვანელოებში არ წერია * 10 სამეცნიერო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომლიც ბევრმა არ იცის. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის * რა არის სიკვდილი? – საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი ცივილიზაცია დგას
381 5-ს მოსწონს
|