კინო ,,შავი პანტერა"-ს როლის შემსრულებელი ჩედვიკ ბოუზმანი გარდაიცვალა 2020, 29 აგვისტო, 10:55 43 წლის მსახიობი ჩედვიკ ბოუზმანი გუშინ გარდაიცვალა, მსახიობი 4 წლის განმავლობაში ებრძოდა მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს უშედეგოდ. ყველაფრისდა მიუხედავად მან მაინც შეძლო და ათეულობით პროექტში მიიღო მონაწილეობა. განაცხადში თქვეს, რომ ბოუზმანს 2016 წელს დაუსვეს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადიის, რომელიც მალევე გადავიდა მეოთხე სტადიაში. მსახიობი მთელი ამ დროის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ბოლო თვეების განმავლობაში კი ძალიან გახდა კიდეც.
მსახიობის პირველი სერიოზული როლი იყო ფილმში “42" სადაც პირევლი შავკანიანი ბეისბოლის მოთამაშის, ჯეკი რობინსონის როლი შეასრულა. ცნობადობა კი მაინც მარველის ფილმის “შავი პანტერა" შემდეგ მიიღო. 74 შეფასება არ არის
|