x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჰოლივუდის ყველაზე კეთილი ვარსკვლავები, რომლებიც სამყაროს კიდევ უფრო უკეთესს ხდიან

image


როგორც წესი, ყველაზე ხშირად საზოგადოების მხრიდან ვარსკვლავების გამორჩეულად გიჟური ან სრულიად უტაქტო ქმედებები განიხილება, ხოლო რაც შეეხება, მათ მიერ ჩადენილ საგმირო საქმეებს ისინი რატომღაც ყოველთვის ჩრდილში ხვდება. შევეცდები დაგიმტკიცოთ, რომ მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანები - სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.



პირველი ყველაზე კეთილებს შორის



image


"მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანების" რეიტინგის სათავეში შეუდარებელი - ჯონი დეპი მოექცა, რომელიც როგორც ფილმებში, ასევე ცხოვრებაშიც ყოველთვის საკმაოდ არატრივიალურად, უჩვეულოდ და სექსუალურად გამოიყურება. "კარიბის ზღვის მეკობრეების" ტრილოგიისა და ალტერნატიული კინოს ნამდვილი ვარსკვლავი არც ისე დიდი ხნის წინ თავის ერთ - ერთ თაყვანისმცემელს - ჩვიდმეტი წლის სოფი უილკინსონს, კომიდან გამოსვლაში დაეხმარა.




ვარსკვლავის ხმა ადამიანებს იმ ქვეყნიდანაც კი აბრუნებს


image


ხუთი თვის განმავლობაში კომაში მყოფი გოგონას მშობლებს ყველანაირი იმედი გადაეწურათ, რომ მათი ქალიშვილი ოდესმე გონზე მოსვლას შეძლებდა, ოჯახმა ყველა საშუალება სცადა, თუმცა ამაოდ... ახლობლებს ერთადერთი, საკმაოდ "არასერიოზული" გამოსავალიღა რჩებოდა - მათი გოგონას საყვარელი მსახიობის - ჯონი დეპის სახით. მათ ვარსკვლავს საკმაოდ გულის ამაჩუყებელი წერილი მისწერეს, სადაც სთხოვდნენ, რომ თუ ის მათ ქალიშვილთან მისვლას ვერ მოახერხებდა, საკუთარი ხმით რაიმე ჩანაწერი მაინც გაეკეთებინა. სელებრითი ასეც მოიქცა, მან აუდიო ჩანაწერში, თავისი ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის, კაპიტან ბეღურას პაროდია გააკეთა და ოჯახს გაუგზავნა. სასწაული სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გოგონამ საყვარელი მსახიობის ხმა გაიგო, სოფიმ ფეხები პირველად აამოძრავა, რის შემდეგაც უკვე მისი გამოჯანმრთელების პროცესიც დაიწყო.


image


ასევე ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ბავშვთა საავადმყოფოებს კაპიტანი ჯეკ ბეღურას იმიჯით საკმაოდ ხშირად სტუმრობს.






მელოდიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია



image


და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ერთ დროს ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის - "Spice Girls" ყოფილმა წევრმა ჯერი ჰოლიუელმა საკუთარ თაყვანისმცემელს პერსონალურად უმღერა. მაშინ გოგონა - ჯესიკა ნაიტი სულ რაღაც თოთხმეტი წლის იყო, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი და საწოლს იყო მიჯაჭული. ჯერი მასთან კლინიკაში პირადად მივიდა, სადაც თავისი ერთ - ერთი სიმღერიდან რამდენიმე სტრიქონი წაუმღერა, რის შემდეგაც გოგონამ ყველას გასაკვირად ხელები და ფეხები აამოძრავა. მართალია, ახლა უკვე ჯესიკა ნაიტი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კონკრეტულად რომელი სიმღერა წაუმღერა მომღერალმა უკვე აღარც კი ახსოვს.





კარგი განწყობის გამყიდველი



image


ამერიკელი მსახიობი რენე ზელვეგერი, რომელიც მილიონობით კინომანისთვის ბრიჯიტ ჯონსის როლით არის ცნობილი, ერთხელ საფირმო "ვენდის" მაღაზიაში შევიდა, სადაც შეამჩნია თუ რა სევდიანი მზერით შეჰყურებდა გამყიდველი გოგონა ცნობილი დიზაინერის "Manolo Blahnik" -ის ულამაზესს ფეხსაცმელებს. როგორც მსახიობმა მოგვიანებით განაცხადა, მას მშვენივრად ესმოდა იმ ქალის, რომელსაც სურდა ყოველთვის და ყველგან თვალისმომჭრელი ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული ფეხსაცმელები პერსონალურად მისთვის შეიძინა, შემდეგ კი, როდესაც გამყიდველი თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა ანონიმურად, ლამაზად გადახვეული საჩუქარი მას მაგიდაზე დაუტოვა.






ამერიკული ოცნება



image


საზოგადოების გაოცება ასევე ირლანდიელმა "ცუდმა" ბიჭმა კოლინ ფარელმა და სკანდალურმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმაც მოახერხა. როგორც ცნობილია, მსახიობი ხუთი წლის განმავლობაში უსახლკაროდ და უმუშევრად დარჩენილ მამაკაცს, ფულითა და ტანსაცმლით ეხმარებოდა.


image


ამერიკელმა ტელეწამყვანმა კი პირველად ყველა მაშინ გააოცა, როდესაც თავის ერთ - ერთ შოუში, სტუდიაში მყოფ მაყურებლებს საჩუქრად ავტომობილები გადასცა, ხოლო ერთ უსახლკარო გოგონას კი - ხარისხიანი განათლების მისაღებად საკმაოდ სოლიდური თანხა გადაურიცხა. სწორედ მსგავსი ისტორიები ქმნიან იმ ფენომენის არსს, რომელსაც - "ამერიკული ოცნება" ჰქვია.




0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
453