x
image
ლურჯი თოლია
ვაჟა-ფშაველას მეუღლე იხსენებდა
ვაჟა-ფშაველას მეუღლე, თამარ დიდებაშვილი იხსენებდა:
image
“ლუკას ხეზე ასვლისა ძალიან ეშინოდა. ვაშლის დაკრეფის დრო რომ მოატანდა, ხეზე ვერ ადიოდა - მუხლები მიკანკალებს-ო. მიზეზი რომ ვკითხე, ერთი ამბავი მიამბო:
- ბავშვობისას ძალიან მიყვარდა ხეზე ასვლა. სულ ერთთავად ხეებზე ვიჯექი, დედაჩემს ეშინოდა, ხიდან არ ჩამოვვარდნილიყავი და დამაშინა. მითხრა: შენ თუ ხეებზე ასვლას არ მოიშლი, აგერ, ახუნის გორაზე, სულ ზევით, მაღალი წიფელი რომ დგას, ავალ, იმ წიფელზე შევხტები, სულ წვეროზე მოვექცევი, იქიდან გადმოვვარდები, დავეცემი და მოვკვდები, შენ კი უდედოდ დარჩები, დედა მოგიკვდება და რაღა გეშველება ობოლსა-ო.
დედის სიტყვამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ის დღეა და ის დღე, მე ხეზე აღარ ავსულვარ. როცა ხესთან მივალ, მაშინვე დედაჩემის სიტყვები მომაგონდება და მუხლები ამიკანკალდება-ო.
დედაჩემმა ისეთი ტკბილი და შთამაგონებელი ლაპარაკი იცოდა, რომ იმის ნაამბობი ზღაპრები დღესაც მახსოვს-ო – იტყოდა ლუკა.”
0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0