x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებსაც პლასტიკური ქირურგისთვის არასოდეს მიუმართავთ

image


ძნელია განსაჯო ის ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც იდეალური ფორმების მისაღწევად და საკუთარი გარეგნობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად პლასტიკურ ქირურგიას მიმართეს. მათი სხეული ხომ ყოველთვის და ყველგან სრულყოფილად და იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ისინი გამუდმებით ყურადღების ცენტრში არიან, რომლებსაც ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდება, მაგრამ ნუთუ მსოფლიო შოუ - ბიზნესში ისეთი სელებრითებიც არიან ვისაც შეუძლია საკუთარი ბუნებრივი სილამაზით იამაყოს? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ აღნიშნულ პოსტში.






კრისტინა მილიანი



image

ნიუ – ჯერსიში დაბადებული კრისტინა მილიანი მსახიობობაზე ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ოცნებობდა. მშობლების წყალობით, ის თეატრის ჯადოსნურ სამყაროში მალევე მოხვდა, რის შემდეგაც გოგონა უკვე საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა, რათა შოუ-ბიზნესთან უფრო ახლოს ყოფილიყო. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კუბური წარმოშობის ვარსკვლავმა ნიჭისა და ბუნებრივი ფორმების წყალობით წარმატებას მალევე მიაღწია.






ჯესიკა ბილი


image


მინესოტას შტატის ცნობილი მკვიდრი საკუთარ სხეულზე სისტემატურად ზრუნავს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და რეგულარულ, ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს. მომხიბვლელი ჯესიკა ბილი წლების მატებასთან ერთად ფაქტია რომ სულ უფრო მიმზიდველი ხდება. სწორედ ასეთი თვალისმომჭრელი სილამაზის ქალბატონს თუ შეეძლო ჯასტინ ტიმბერლეიკის მეორე ნახევარი გამხდარიყო.




კეიტ აპტონი



image

კეიტ აპტონი - ნამდვილი ლამაზმანია, რომელიც არაერთ გავლენიან ჟურნალს, სატელევიზიო შოუსა თუ კინოეკრანს ამშვენებს, მას შემდეგ, რაც ის ჟურნალ "Sports Illustrated Swimsuit Issue" - ს გარეკანზე გამოჩნდა, მის კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. აპტონი მთელ მსოფლიოში ცნობილი მადისაღმძვრელი ფორმებითა და რაღა თქმა უნდა, თავისი აბსოლუტურად ბუნებრივი "აქტივებით" გახდა.




სელმა ჰაიეკი



image

1995 წელს რობერტ როდრიგესის ფილმში "სასოწარკვეთილი", რომლითაც ჰაიეკის წარმატებული კინოკარიერა დაიწყო, მაყურებელმა კადრში პირველად სრულიად შიშველი მექსიკელი მსახიობი იხილა, რითიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორის სრული ფურორი მოახდინა, მას შემდეგ, წლიდან წლამდე ჰაიეკის პოპულარობა და წარმატება მხოლოდ იზრდება. დიახ, მას მართლაც აქვს ყველაზე სრულყოფილი და იდეალური სხეული, რომელიც კი ჰოლივუდს ოდესმე უნახავს.





კრისტინა ჰენდრიქსი



image


მაცდურმა და მიმზიდველმა კრისტინა ჰენდრიქსმა კარიერა ამერიკული სატელევიზიო სერიალით - "შეშლილები" დაიწყო. სელებრითის გარეგნობით მოხიბლულმა ჟურნალ "Esquire" - ის მკითხველმა მას "თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე სექსუალური ქალი" უწოდა. სერიალ "შეშლილების" ვარსკვლავი მადისაღმძვრელი ფორმებით დღემდე გულგრილს ვერავის ტოვებს, 45 წლის მომხიბვლელი, ამერიკელი მსახიობი "იდეალური ქალის სხეულის" ტიტულს წლებია უკვე დამსახურებულად ატარებს. სხვათა შორის, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრისტინა ჰენდრიქსი ბუნებრივად ქერაა და არა წითური.




ჰოლი ბერი


image


გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ყოფილი მოდელი და ბრწყინვალე მსახიობი ჰოლი ბერი პლანეტის ერთ - ერთი ყველაზე სრულყოფილი ადამიანია. მას არა მხოლოდ მშვენიერი სახე, არამედ საოცარი სხეულიც აქვს. ჰოლი ბერიმ "Miss USA"- ის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა, ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა "People"- მა კი ის "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ 50 ადამიანს" შორის პირველ ადგილზე დაასახელა. ამერიკელი მსახიობი 2008 წელს გამოცემა "Esquire"-მა თანამედროვეობის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარა.






როსარიო დოუსონი



image


ამ საოცრად სექსუალური ესპანელი მსახიობის კინოდებიუტი ფილმ - "ბავშვებში" შედგა. როსარიოს ერთგულ თაყვანისმცემლებს ფილმებიდან ალბათ კარგად ახსოვთ სელებრითის იდეალური სხეულის ფორმები, რომელსაც ვარსკვლავი სავარაუდოდ, თავის აფრო - კუბურ და პუერტო - რიკოულ ფესვებს უნდა უმადლოდეს.




სოფია ვერგარა


image


კოლუმბიელმა ლამაზმანმა სახელი სამხრეთ ამერიკაში გაიკეთა. მისმა სხეულმა შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტი მას შემდეგ "ააფეთქა", რაც პირველად კომედიური ჟანრის სატელევიზიო სერიალში "ამერიკული ოჯახი" გამოჩნდა. სოფია ვერგარა სატელევიზიო შოუებში, რეკლამებსა და ჟურნალების გვერდებზე მუდმივად ჩნდება, ხოლო მისი სხეული ფაქტია, რომ ისეთივე ბრწყინვალეა როგორც წლების წინ იყო!





ესტერ ბაქსტერი


image


დიახ, ეს სიმართლეა, მსოფლიოში მინიმუმ ერთი სექსუალური ვიდეომოდელი მაინც არსებობს, რომელსაც პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს. ვიდეოკლიპებში საკუთარი მონაწილეობით ბაქსტერმა დაამტკიცა, რომ მის ფორმებს თავად რეპერთა გარეგნობის გადაფარვაც კი შეუძლია - ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს.







კეტი პერი

image


მომღერალმა მსოფლიო მასმედიის ყურადღება პირველად, 2001 სადებიუტო ალბომის წარუმატებლობის შედეგად მიიპყრო. ამერიკელი მუსიკოსი არ დანებდა, ლოს - ანჯელესში გადავიდა და, საკუთარი შრომით რამდენიმე წლის შემდეგ, არ მხოლოდ წარმატებას მიაღწია, არამედ სუპერვარსკვლავის სტატუსიც დაიმსახურა. ფაქტია, რომ ამ რთულ გზაზე მისი მშვენიერი გარეგნობა არც თუ უკანასკნელ როლს ასრულებდა!




სკარლეტ იოჰანსონი


image


სკარლეტ იოჰანსონი ყველაფერში უნიკალური და ნიჭიერია. ჰოლივუდის ერთ - ერთმა ყველაზე პოპულარულმა და მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა წარმატებას 2003 წელს, სოფია კოპოლას ფილმში - "თარგმანში დაკარგული" შარლოტას როლით მიაღწია, მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის სკარლეტი სრულიად ახალგაზრდა, ულამაზესი გოგონა იყო. ამოუწურავი შესაძლებლობებისა და საოცარი ნიჭის პატრონი დღესაც ისეთივე პოპულარულია როგორც კარიერის დასაწყისში. ჰოლივუდის ვარსკვლავს უფლისგან ბოძებული ტალანტის გარდა, შეუძლია ასევე თავისი იდეალური პარამეტრების მქონე სხეულითაც იამაყოს, რომელიც ფაქტია, რომ მას საჩუქრად დედაბუნებისგან ერგო.









0
885
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
885