x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მავნე ჩვევები მამაშენისგან გამოგყვა!“; „დამაცადე, მოვიდე სახლში!“ - რა მასწავლა დედამ ბავშვობაში?
image


მშობლების მიერ ბავშვებისთვის ჩანერგილი ფრაზები ადამიანს ხშირად სიცოცხლის ბოლომდე ამახსოვრდება და საჭირო მომენტში ყველას გვახსენდება მსგავსი შეგონებები. როგორც ჩანს იმდენად დიდია ემოციური კავშირი მოზარდსა და დედას შორის, რომ ბავშვობის ფრაზების გახსენება დღესაც შეგვიძლია. ზოგიერთი მათგანი დადებითად გვამახსოვრდება, ზოგთან კი ცუდი მოგონებები გვაკავშირებს.


ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფრაზას, რომლის მოსმენა ნამდვილად გაგახალისებთ და საკუთარ ბავშვობას გაგახსენებთ. დარწმუნებული იყავით, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ფრაზა თუ არა, უმრავლესობა მაინც ნაცნობი აღმოჩნდება თქვენთვის. ქართველი დედების უმრავლესობა თითქმის ერთნაირ ლექსიკონს იყენებს. ამაში სულ მალე დაგარწმუნებთ.


რა მასწავლა დედამ ბავშვობაში? - ამ სათაურით სოციალურ ქსელში სტატუსი ვრცელედება, რომელიც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობაა გადმოცემული:



1. დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება:

„თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ - გადით გარეთ! ახლახანს მოვწმინდე იატაკი!“


2. დედამ მასწავლა ღვთის რწმენა:

„ილოცე, რომ ეს ლაქა მოგშორდეს!“


3. დედამ მასწავლა ლოგიკურად აზროვნება:

„რადგან მე ასე ვამბობ - ე.ი. ასეა!“


4. დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი:

„თუ ახლავე არ შეწყვეტ ღრიალს - მოგხვდება!“


5. დედამ მასწავლა შეუძლებელის გაკეთება:

„დამუწე პირი და ჭამე წვნიანი!“


6. დედამ მასწავლა არ მეწუწუნა:

„მილიონობით ბავშვია დედამიწის ზურგზე რომლებსაც შენსავით კი არ გაუმართლათ მშობლებში?!“


7. დედამ მასწავლა მომავალთან პირისპირ შეხვედრა:

„დამაცადე, მოვიდე სახლში!“


8. დედამ მასწავლა ექსტრასენსობა:

„თუ არ ჩაიცვამ თბილად, გაცივდები!“


9. დედამ მასწავლა გენეტიკის საფუძვლები:

„მავნე ჩვევები და ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!“


10. დედამ მასწავლა უმაღლესი სამართლიანობა:

„აი, შენი შვილები თუ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!“


დაგვეთანხმებით, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თქვენთვის ნაცნობი სხვა ფრაზები შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ გრაფაში კომენტარების სახით გაგვიზიაროთ.

1
85
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
85
  
2020, 23 აგვისტო, 9:55
ვაიმეეე, რა კარგად ვიხალისე))))
0 1 1