x
image
alex999
4 არაჩვეულებრივი კონტრაბანდა მსოფლიოში (ქალი ჩემოდანში)

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 4 არაჩვეულებრივ კონტრაბანდის მცდელობაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განვითარდა. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო ქალის გატაცება ჩემოდანის საშუალებით იყო, წარმოგიდგენთ ამ კონტრაბანდის მცდელობებს...


image







1- ფული

image


2015 წლის თებერვალში იტალიელმა კაცმა გერმანიის საზღვარზე საბაჟოს თანამშრომლების ყურადღება მიიპყრო საახალწლო ტორტით. კაცის დაჭერის ყველაზე დიდი მიზეზი ის იყო, რომ იგი საშობაო ტორტს თებერვალში ატარებდა. დაეჭვებულმა ოფიციალურმა პირებმა იტალიელი მამაკაცი გაჩხრიკეს და "საშობაო ტორტიდან" 250 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს, გარდა ამისა კრუასანებშიც აღმოაჩინეს ათასობით დოლარი. როგორც ცნობილი გახდა, ეს პიროვნება იყო ფულის გათეთრების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელიც საკმაოდ მსხვილ კონტრაბანდის ჯაჭვს ხელმძღვანელობდა.







2 - ქალი ჩემოდანში

image


როდესაც საქმე კონტრაბანდას ეხება, ადამიანისთვის შეუძლებელი თითქმის არაფერია. განსაკუთრებით კი ტრეფიკინგის დროს, საკმაოდ კრეატიული მეთოდებიც ჩნდება. მოკლედ, რომ ვთქვათ 60 წლამდე ფრანგმა მამაკაცმა გადაწყვიტა 30 წლის რუსი საყვარელის არაკანონიერად გადაყვანა პოლონეთის საზღვარზე...თუმცა ბოლო მომენტში საბაჟოს თანამშრომლებიც მიერ შემოწმებულ იქნა მამაკაცის ჩემოდანი, სადაც შენიშნეს ეს გოგონა. ამის შემდეგ, წყვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს!







3 - ტროპიკული თევზები

image


საკმაოდ საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს ავსტრალიის საბაჟოებზე, რომლებიც ძალიან სერიოზულად ცდილობენ საკუთარი საზღვრის უსაფრთხოების დაცვას. ავსტრალიაში, მელბურნის აეროპორტში, ახალგაზრდა ქალმა სხეულზე 51 ცოცხალი ტროპიკული თევზი მიიმაგრა, როგორც მიხვდით, ქალბატონი უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს. საოცარია, მაგრამ თევზები ამ მომენტში კვლავ ცოცხლები იყვნენ და მათი გადარჩენაც მოხერხდა. ტროპიული თევზებიდან ერთ-ერთი სახეობა უნიკალურ აზიურ სახეობას წარმოადგენდა, რომლის გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო, აქედან გამომდინარე ქალს ეს მცდელობა 80 000 დოლარი დაუჯდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.







4 - კუ


image


2019 წელს გერმანიაში, ბერლინის შნეფელდის აეროპორტში 69 წლის მამაკაცი კუს კონტრაბანდის ფაქტზე დაიჭირეს. ეგვიპტელმა კონტრაბანდისტმა კუები სპეციალურ შეფუთვაში ჩადო, სადაც ისინი კუს ფორმის ფუნთუშებად გამოიყურებოდნენ. ყუთებში გერმანიაში უნდა გადაეტანა. მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში უმტკიცებდა საბაჟოს თანამშრომლებს, რომ ყუთებში მხოლოდ და მხოლოდ კუს მსგავსი შოკოლადის ფუნთუშები ინახებოდა, თუმცა მისი მცდელობა კრახით დასრულდა. მამაკაცს თავისუფლება 4 წლით აღუკვეთეს.





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები მსოფლიოში, რომელიც დღემდე აქტიურია!

image


მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობის არსება!

image


ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

image


იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

image


ბავშვების გამოყენებით შესრულებული სატანისტური რიტუალები, რომლებიც ბევრ ქვეყანაშია დადასტურებული

image


ყველაზე უნიკალური გარეგონობის 4 პატარა "ფერია" !

image


უცნაურ კითხვაზე ლოგიკური პასუხი: არის თუ არა გადარჩენის შანსი ვეშაპმა რომ გადაგყლაპოთ?

image


გადარჩენილი კაცობრიობა : ბონილას კომეტა

image


ცხოვრება ინტერნეტამდე - ამ ილუსტრაციების საშუალებით წარსულში იმოგზაურებთ!

image


ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

image




0
697
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
697
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0